https://sputnik-georgia.com/20230912/-----282200911.html
საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა
Sputnik საქართველო
შეწყალებულთა შორის ორი მსჯავრდებული ქალია. 12.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-12T16:05+0400
2023-09-12T16:05+0400
2023-10-18T16:13+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282856313_135:384:1878:1364_1920x0_80_0_0_05e8de9ffe839d3b2f0c781cbada13d4.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, ხუთი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს. ოთხ მსჯავრდებულს კი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის ორი მსჯავრდებული ქალია.პრეზიდენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე გამოსცემს შეწყალების აქტს ინდივიდუალურად, განსაზღვრული პირის მიმართ.შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ან მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს, ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ასევე სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282856313_316:373:1638:1364_1920x0_80_0_0_24861308f901ecfd27a03edae71620f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა
16:05 12.09.2023 (განახლებულია: 16:13 18.10.2023) შეწყალებულთა შორის ორი მსჯავრდებული ქალია.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ხუთი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
ოთხ მსჯავრდებულს კი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის ორი მსჯავრდებული ქალია.
პრეზიდენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე გამოსცემს შეწყალების აქტს ინდივიდუალურად, განსაზღვრული პირის მიმართ.
შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ან მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს, ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ასევე სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.