https://sputnik-georgia.com/20230912/--------282202960.html
თბილისის მერია: თამარაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერია: თამარაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
თამარაშვილის ქუჩა ვაკისა და საბურთალოს რაიონებს აკავშირებს. 12.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-12T18:50+0400
2023-09-12T18:50+0400
2023-09-12T22:16+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/01/234870138_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_1261a25c369a5ec5d9bf90cde205a698.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. თამარაშვილის ქუჩა, რომელიც ვაკისა და საბურთალოს რაიონებს აკავშირებს, ხუთი დღის განმავლობაში დღეში რამდენიმე საათით გადაიკეტება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოების პერიოდში, 13-17 სექტემბერს, 24:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში.მოძრაობა შეიზღუდება თამარაშვილის ქუჩაზე უნივერსიტეტის ქუჩის კვეთიდან გიორგი წერეთლის ქუჩის კვეთამდე არსებულ მონაკვეთში. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილების გამოყენებით, ვერეს ხეობის მიმართულებით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის გავლით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/01/234870138_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_87203398abf46037f8612f22f0d3f838.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერია: თამარაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
18:50 12.09.2023 (განახლებულია: 22:16 12.09.2023) თამარაშვილის ქუჩა ვაკისა და საბურთალოს რაიონებს აკავშირებს.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. თამარაშვილის ქუჩა, რომელიც ვაკისა და საბურთალოს რაიონებს აკავშირებს, ხუთი დღის განმავლობაში დღეში რამდენიმე საათით გადაიკეტება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოების პერიოდში, 13-17 სექტემბერს, 24:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში.
მოძრაობა შეიზღუდება თამარაშვილის ქუჩაზე უნივერსიტეტის ქუჩის კვეთიდან გიორგი წერეთლის ქუჩის კვეთამდე არსებულ მონაკვეთში.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილების გამოყენებით, ვერეს ხეობის მიმართულებით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის გავლით.