https://sputnik-georgia.com/20230911/wsj-kremls-krasikovis-gerskovicsi-gacvla-surs-282155340.html
WSJ: კრემლს ხანგოშვილის მკვლელის ევან გერშკოვიჩში გაცვლა სურს
WSJ: კრემლს ხანგოშვილის მკვლელის ევან გერშკოვიჩში გაცვლა სურს
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. კრემლი მოლაპარაკებებს აწარმოებს დასავლეთთან ვადიმ კრასიკოვის შესაძლო ექსტრადირებაზე, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი... 11.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-11T12:00+0400
2023-09-11T12:00+0400
2023-09-11T16:26+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო დღეს
რუსეთი
აშშ
ევან გერშკოვიჩი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/12/266048636_0:0:3034:1708_1920x0_80_0_0_ca24da8df50e27d8f4b48dc09d8e99bc.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. კრემლი მოლაპარაკებებს აწარმოებს დასავლეთთან ვადიმ კრასიკოვის შესაძლო ექსტრადირებაზე, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ჩეჩენ ამბოხებულთა ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის და რომელიც ამჟამად გერმანიაში იხდის სასჯელს, იუწყება Wall Street Journal (WSJ) ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.გამოცემის ინფორმაციით, საუბარია კრასიკოვის გაცვლაზე, მათ შორის, ამერიკელ ყოფილ საზღვაო ქვეით პოლ უილანზე და WSJ-ის რეპორტიორ ევან გერშკოვიჩზე. ეს უკანასკნელი 29 მარტს დააკავეს რუსეთში უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტური დავალების შესრულების დროს. ის ჯაშუშობაში დაადანაშაულეს, რასაც თავად გერშკოვიჩი, WSJ და ამერიკული ხელისუფლება უარყოფენ.დასავლეთის მთავრობებში არსებული წყაროების თქმით, მას შემდეგ მოსკოვმა არაერთხელ წამოჭრა კრასიკოვის გათავისუფლების საკითხი პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისას. წყაროები ასევე აცხადებენ, რომ კრასიკოვი ცენტრალურ როლს ასრულებს შეერთებული შტატების ძალისხმევაში, რომელიც რუსეთში დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ეხება.დასავლელმა მაღალჩინოსანმა წყარომ, რომელიც რუსეთთან გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ „პუტინი მხოლოდ კრასიკოვის გაცვლითაა დაინტერესებული“.ბერლინს ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია კრასიკოვის გაცვლასთან დაკავშირებით.აღსანიშნავია, რომ ასეთი გაცვლა შესაძლოა იურიდიული დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდეს, ვინაიდან გასულ წელს გერმანიაში მიიღეს ვერდიქტი, რომელიც მკვლელობისთვის გასამართლებული პირების ექსტრადიციას კრძალავს.წყარო: WSJ
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/12/266048636_303:0:3034:2048_1920x0_80_0_0_e79b31eae2adbdd4f60beaac727eee34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, აშშ , ევან გერშკოვიჩი, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, აშშ , ევან გერშკოვიჩი, პოლიტიკა
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. კრემლი მოლაპარაკებებს აწარმოებს დასავლეთთან ვადიმ კრასიკოვის შესაძლო ექსტრადირებაზე, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ჩეჩენ ამბოხებულთა ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის და რომელიც ამჟამად გერმანიაში იხდის სასჯელს, იუწყება Wall Street Journal (WSJ) ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია კრასიკოვის გაცვლაზე, მათ შორის, ამერიკელ ყოფილ საზღვაო ქვეით პოლ უილანზე და WSJ-ის რეპორტიორ ევან გერშკოვიჩზე. ეს უკანასკნელი 29 მარტს დააკავეს რუსეთში უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტური დავალების შესრულების დროს. ის ჯაშუშობაში დაადანაშაულეს, რასაც თავად გერშკოვიჩი, WSJ და ამერიკული ხელისუფლება უარყოფენ.
„ყოფილი ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, რომელსაც კავშირები ჰქონდა რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებთან, [კრასიკოვისთვის] განაჩენის გამოტანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საკითხებში თავის მთავარ მრჩეველს ნიკოლაი პატრუშევს დაავალა, შეესწავლა პატიმრების გაცვლის შესაძლებლობა კრასიკოვის გათავისუფლების მიზნით. ეს ხაზს უსვამს კრასიკოვის ფასეულობას პუტინისთვის“, − წერს WSJ.
დასავლეთის მთავრობებში არსებული წყაროების თქმით, მას შემდეგ მოსკოვმა არაერთხელ წამოჭრა კრასიკოვის გათავისუფლების საკითხი პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისას. წყაროები ასევე აცხადებენ, რომ კრასიკოვი ცენტრალურ როლს ასრულებს შეერთებული შტატების ძალისხმევაში, რომელიც რუსეთში დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ეხება.
დასავლელმა მაღალჩინოსანმა წყარომ, რომელიც რუსეთთან გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ „პუტინი მხოლოდ კრასიკოვის გაცვლითაა დაინტერესებული“.
ბერლინს ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია კრასიკოვის გაცვლასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ასეთი გაცვლა შესაძლოა იურიდიული დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდეს, ვინაიდან გასულ წელს გერმანიაში მიიღეს ვერდიქტი, რომელიც მკვლელობისთვის გასამართლებული პირების ექსტრადიციას კრძალავს.