მოციგურავეებმა საქართველოდან იტალიაში ტურნირზე სამი მედალი მოიგეს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიციგურაობა
ციგურაობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2023
გამოწერა
საუკეთესო შედეგი აჩვენა ანასტასია გუბანოვამ, რომელმაც ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა ამ სეზონის "ჩელენჯერის" საერთაშორისო ტურნირზე Lombardia Trophy იტალიის ქალაქ ბერგამოში სამი მედალი მოიპოვეს.
საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ ინდივიდუალურ გამოსვლაში ოქრო მოიპოვა და 14 მოციგურავეს შორის საუკეთესო გახდა. გუბანოვასთვის ეს ამ სეზონში პირველი საერთაშორისო ტურნირია.
© photo: Sputnik / Pavel Lisicin / გადასვლა მედიაბანკშიანასტასია გუბანოვა
Анастасия Губанова - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2023
ანასტასია გუბანოვა
სპორტულ ცეკვებში მესამე ადგილი დაიკავა მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა. ორი პროგრამის ჯამში მათ 180,99 ქულა დააგროვეს, რაც საკმარისი გახდა იმისთვის, რომ საუკეთესოთა სამეულში მოხვედრილიყვნენ.
© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმარია კაზაკოვა და გიორგი რევია
Мария Казакова и Георгий Ревия (Грузия) выступают в ритмическом танце в финале Гран-при по фигурному катанию сезона 2019-2020 в Турине. - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2023
მარია კაზაკოვა და გიორგი რევია
ქართველმა მოციგურავე ნიკა ეგაძემ კი მეორე ადგილი დაიკავა.
ეგაძემ ორი პროგრამის ჯამში 243,35 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი მხოლოდ იაპონელ სპორტსმენს, მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს იუმა კაგიიამას დაუთმო.
ყველა ახალი ამბავი
0