https://sputnik-georgia.com/20230911/mamisinis-ureltexilze-transportis-mozraoba-semovlit-gzaze-ardga-282176317.html
ქუთაისიდან რაჭისკენ მიმავალი მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით შემოვლითი გზით ისარგებლებს
ქუთაისიდან რაჭისკენ მიმავალი მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით შემოვლითი გზით ისარგებლებს
Sputnik საქართველო
ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის გზაზე დაბზარული გზა ხელოვნურად ჩამოშალეს. 11.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-11T23:23+0400
2023-09-11T23:23+0400
2023-09-12T14:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
ვითარება გზებზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279121300_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_0e00fe0b5a898d49ad37c3da66e0ad4a.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დროებითი შემოვლითი გზით, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს, დილიდან დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოების გამო აიკრძალა.დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოები მიმდინარეობს აღნიშნული საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე–რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით. მიმდინარე სამუშაოების დროს კი ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის გზაზე დაბზარული გზა ხელოვნურად ჩამოშალეს.კერძოდ, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოიშალა მიწის მცირე მასა, რის შემდეგაც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთ ზოლში.უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს შემთხვევა მოხდა საჩხერე–რაჭის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279121300_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_3abf81e803628c189c370f4be505e346.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ქუთაისიდან რაჭისკენ მიმავალი მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით შემოვლითი გზით ისარგებლებს
23:23 11.09.2023 (განახლებულია: 14:13 12.09.2023) ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის გზაზე დაბზარული გზა ხელოვნურად ჩამოშალეს.
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დროებითი შემოვლითი გზით, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს, დილიდან დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოების გამო აიკრძალა.
დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოები მიმდინარეობს აღნიშნული საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე–რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით. მიმდინარე სამუშაოების დროს კი ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის გზაზე დაბზარული გზა ხელოვნურად ჩამოშალეს.
კერძოდ, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოიშალა მიწის მცირე მასა, რის შემდეგაც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთ ზოლში.
„დაკვირვების შემდგომ გამოიკვეთა, რომ გზის სავალ ნაწილზე არსებულმა ბზარებმა მოიმატა, შესაბამისად, მიღებული იქნა გზის დაბზარული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება“, – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს შემთხვევა მოხდა საჩხერე–რაჭის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.