https://sputnik-georgia.com/20230911/cximovani-rvizlis-ori-nisani-kanze-282158781.html
ვერაგი დაავადების ორი ხილული ნიშანი კანზე: იყავით ყურადღებით!
ვერაგი დაავადების ორი ხილული ნიშანი კანზე: იყავით ყურადღებით!
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 სექტემბერი − Sputnik. ადამიანის კანზე შეიძლება გაჩნდეს ორი ფერი, რომლებიც ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების ძირითად სიმპტომებად შეიძლება მივიჩნიოთ, წერს... 11.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-11T17:45+0400
2023-09-11T17:45+0400
2023-09-11T21:27+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23430/77/234307763_0:10:2738:1550_1920x0_80_0_0_f681780db843e6b8e3933cc59b1ab009.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი − Sputnik. ადამიანის კანზე შეიძლება გაჩნდეს ორი ფერი, რომლებიც ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების ძირითად სიმპტომებად შეიძლება მივიჩნიოთ, წერს გამოცემა Daily Express ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის სპეციალისტებზე დაყრდნობით.აღსანიშნავია, რომ ცხიმოვანი ღვიძლი „მდუმარე დაავადებაა“, ვინაიდან შესაძლოა დიდხანს უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობდეს მანამ, სანამ ორგანოზე ნაწიბურები არ გაჩნდება. შესაბამისად, ის უკიდურესად ვერაგ სენად არის მიჩნეული.გამოცემის ცნობით, ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მკვლევარებმა ცხიმოვანი ღვიძლის ორ უჩვეულო სიმპტომად კანის ყვითელი შეფერილობა და ასევე სილურჯეები დაასახელეს.მათი თქმით, კანი სისხლში ბილირუბინის მაღალი დონის გამო ყვითლდება, რასაც, თავის მხრივ, ღვიძლის უჯრედების ანთება, ნაღვლის სადინრების დახშობა ან სხვა ანომალიები იწვევს.რაც შეეხება მეორე სიმპტომს, სილურჯეებს — ისინი უმნიშვნელო ტრავმების გამო ჩნდება კანზე და მრავალი კვირის განმავლობაში არ გადის.მანამდე დიდი ბრიტანეთის ღვიძლის ფონდის (British Liver Trust) სპეციალისტებმა რამდენიმე ნიშანი დაასახელეს, რომლებიც ასევე მეტყველებს ცხიმოვანი ღვიძლის განვითარებაზე.ექიმები პირველ რიგში ყურადღების გამახვილებას ხელებზე გვირჩევენ, ვინაიდან, მათი თქმით, სწორედ ხელების კანის ფერი, ფრჩხილების მდგომარეობა და თითების ფორმა იძლევა ბევრ წინასწარ ინფორმაციას ღვიძლის ჯანმრთელობის შესახებ.British Liver Trust-ის მონაცემებით, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების საწყის სტადიაზე ხელისგულები წითლდება და ლაქებით იფარება.გარდა ამისა, საჭიროა დააკვირდეთ თითების ფორმასაც. თუ თითების ზედა ნაწილი ქვედაზე ფართოა, ე.ი. საქმე ღვიძლზე ნაწიბურების გაჩენასთან გვაქვს.დაავადების კიდევ ერთი ნიშანი ასევე შეიძლება იყოს ხელების უნებლიე და უმიზეზო კანკალი.გამომდინარე იქიდან, რომ დაავადებული ღვიძლი ფუნქციონირებას ცდილობს, შესაძლოა გათეთრდეს ფრჩხილებიც — ესეც ერთ-ერთი სიმპტომია.გარდა ამისა, ცხიმოვან ღვიძლზე ასევე შეიძლება მეტყველებდეს სხვა ნიშნები:ექიმების თქმით, ღვიძლის გაცხიმოვნებამ შესაძლოა კანზე წვრილი სისხლძარღვების გროვები გააჩინოს, რაც ობობის მსგავსი ანგიომის სახელითაა ცნობილი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23430/77/234307763_180:0:2613:1825_1920x0_80_0_0_d4d858dcd6104df11a804ad31f53dfc0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 11 სექტემბერი − Sputnik. ადამიანის კანზე შეიძლება გაჩნდეს ორი ფერი, რომლებიც ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების ძირითად სიმპტომებად შეიძლება მივიჩნიოთ, წერს გამოცემა
Daily Express ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის სპეციალისტებზე დაყრდნობით.
აღსანიშნავია, რომ ცხიმოვანი ღვიძლი „მდუმარე დაავადებაა“, ვინაიდან შესაძლოა დიდხანს უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობდეს მანამ, სანამ ორგანოზე ნაწიბურები არ გაჩნდება. შესაბამისად, ის უკიდურესად ვერაგ სენად არის მიჩნეული.
გამოცემის ცნობით, ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მკვლევარებმა ცხიმოვანი ღვიძლის ორ უჩვეულო სიმპტომად კანის ყვითელი შეფერილობა და ასევე სილურჯეები დაასახელეს.
მათი თქმით, კანი სისხლში ბილირუბინის მაღალი დონის გამო ყვითლდება, რასაც, თავის მხრივ, ღვიძლის უჯრედების ანთება, ნაღვლის სადინრების დახშობა ან სხვა ანომალიები იწვევს.
რაც შეეხება მეორე სიმპტომს, სილურჯეებს — ისინი უმნიშვნელო ტრავმების გამო ჩნდება კანზე და მრავალი კვირის განმავლობაში არ გადის.
„სილურჯეების გაჩენისადმი მიდრეკილება ასევე არის ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.
მანამდე დიდი ბრიტანეთის ღვიძლის ფონდის (British Liver Trust) სპეციალისტებმა რამდენიმე ნიშანი
დაასახელეს, რომლებიც ასევე მეტყველებს ცხიმოვანი ღვიძლის განვითარებაზე.
ექიმები პირველ რიგში ყურადღების გამახვილებას ხელებზე გვირჩევენ, ვინაიდან, მათი თქმით, სწორედ ხელების კანის ფერი, ფრჩხილების მდგომარეობა და თითების ფორმა იძლევა ბევრ წინასწარ ინფორმაციას ღვიძლის ჯანმრთელობის შესახებ.
British Liver Trust-ის მონაცემებით, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების საწყის სტადიაზე ხელისგულები წითლდება და ლაქებით იფარება.
გარდა ამისა, საჭიროა დააკვირდეთ თითების ფორმასაც. თუ თითების ზედა ნაწილი ქვედაზე ფართოა, ე.ი. საქმე ღვიძლზე ნაწიბურების გაჩენასთან გვაქვს.
დაავადების კიდევ ერთი ნიშანი ასევე შეიძლება იყოს ხელების უნებლიე და უმიზეზო კანკალი.
გამომდინარე იქიდან, რომ დაავადებული ღვიძლი ფუნქციონირებას ცდილობს, შესაძლოა გათეთრდეს ფრჩხილებიც — ესეც ერთ-ერთი სიმპტომია.
გარდა ამისა, ცხიმოვან ღვიძლზე ასევე შეიძლება მეტყველებდეს სხვა ნიშნები:
გამუდმებული დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება;
წონაში კლება და გამოფიტვა;
პირღებინება და გულისრევის შეგრძნება;
და, რაღა თქმა უნდა, ტკივილი ღვიძლის არეში.
ექიმების თქმით, ღვიძლის გაცხიმოვნებამ შესაძლოა კანზე წვრილი სისხლძარღვების გროვები გააჩინოს, რაც ობობის მსგავსი ანგიომის სახელითაა ცნობილი.