https://sputnik-georgia.com/20230910/ar-miscet-bavsvebs-energetikuli-sasmelebi-qartveli-infeqcionistis-rceva-282139456.html
არ მისცეთ ბავშვებს ენერგეტიკული სასმელები! ქართველი ინფექციონისტის რჩევა
არ მისცეთ ბავშვებს ენერგეტიკული სასმელები! ქართველი ინფექციონისტის რჩევა
Sputnik საქართველო
კოფეინი ავიწროებს სისხლძარღვებს, რის გამოც გული გაზრდილი დატვირთვით მუშაობს 10.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-10T15:26+0400
2023-09-10T15:26+0400
2023-09-10T15:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
ექიმის რჩევები
რჩევები მშობლებს
სასარგებლო რჩევები
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24679/89/246798910_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_bd4a36fdfad42f39565efe2aaa3384a9.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. ბავშვებისა და მოზარდებისთვის ენერგეტიკული სასმელების მიცემა არ შეიძლება კოფეინის მაღალი შემცველობის გამო, აცხადებს ქართველი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.მისი თქმით, შეერთებულ შტატებში პედიატრები და მშობლები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ აკრძალოს ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა ბავშვებზე, ანუ დაამტკიცოს იგივე შეზღუდვები, რაც ეხება თამბაქოს ნაწარმსა და ალკოჰოლს. ამ იდეას მხარს უჭერს ამერიკის სამედიცინო ასოციაცია.მედიკოსის თქმით, საქართველოში ზოგიერთ მშობელს საკმაოდ სპეციფიკური დამოკიდებულება გააჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით.„სასტიკად უკრძალავენ ბავშვს ყავის დალევას, ხოლო ენერგეტიკულ სასმელებზე ამ შეზღუდვას არ უწესებენ. ამაში, ცხადია, ლოგიკა არ არის. ენერგეტიკულ სასმელებში კოფეინის შემცველობა რამდენჯერმე აღემატება, მაგალითად, კოკა-კოლაში კოფეინის შემცველობას და ზოგიერთ შემთხვევაში ყავაზე მაღალიც არის“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.ექიმები შეახსენებენ საზოგადოებას, რომ ენერგეტიკული სასმელების დალევა არ შეიძლება უზმოზე, ასევე ყავის წინ ან მის შემდეგ, რადგან კოფეინს აქვს უნიკალური თვისება - ის ავიწროებს სისხლძარღვებს, რის გამოც გული გაზრდილი დატვირთვით მუშაობს.კოფეინის დღე-ღამური ნორმა შეადგენს დაახლოებით 150 მგ (ერთი ქილა ენერგეტიკული სასმელი შეიცავს 150-დან 320 მგ-მდე). დღეში 1-2 ქილაზე მეტის მიღებამ შესაძლოა არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს.ცუდი ის არის, რომ ენერგეტიკული სასმელი ორგანიზმს ენერგიას კი არ აძლევს, არამედ აიძულებს ორგანიზმს გამოიყენოს საკუთარი ენერგიის მარაგი. თავიდან ის ზრდის ტონუსს, გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას, მაგრამ შემდეგ იწყება გამოფიტვა, ადამიანი გრძნობს მოდუნებას, აპათიას, არტერიული წნევა კი შეიძლება მკვეთრად დაეცეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24679/89/246798910_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_6d21e6a8ded2b59bcea0ad964f0406c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ექიმის რჩევები, რჩევები მშობლებს, სასარგებლო რჩევები , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ექიმის რჩევები, რჩევები მშობლებს, სასარგებლო რჩევები , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება
არ მისცეთ ბავშვებს ენერგეტიკული სასმელები! ქართველი ინფექციონისტის რჩევა
კოფეინი ავიწროებს სისხლძარღვებს, რის გამოც გული გაზრდილი დატვირთვით მუშაობს
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. ბავშვებისა და მოზარდებისთვის ენერგეტიკული სასმელების მიცემა არ შეიძლება კოფეინის მაღალი შემცველობის გამო, აცხადებს ქართველი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებში პედიატრები და მშობლები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ აკრძალოს ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა ბავშვებზე, ანუ დაამტკიცოს იგივე შეზღუდვები, რაც ეხება თამბაქოს ნაწარმსა და ალკოჰოლს. ამ იდეას მხარს უჭერს ამერიკის სამედიცინო ასოციაცია.
„პედიატრების არგუმენტია კოფეინის ის მაღალი შემცველობა, რომელიც ბავშვთა და მოზარდობის ასაკში ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამ სასმელების ერთ-ერთი ასეთი გვერდითი მოვლენაა ძილის დარღვევა (სხვა სიმპტომებთან ერთად)“, - დაწერა ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში.
მედიკოსის თქმით, საქართველოში ზოგიერთ მშობელს საკმაოდ სპეციფიკური დამოკიდებულება გააჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით.
„სასტიკად უკრძალავენ ბავშვს ყავის დალევას, ხოლო ენერგეტიკულ სასმელებზე ამ შეზღუდვას არ უწესებენ. ამაში, ცხადია, ლოგიკა არ არის. ენერგეტიკულ სასმელებში კოფეინის შემცველობა რამდენჯერმე აღემატება, მაგალითად, კოკა-კოლაში კოფეინის შემცველობას და ზოგიერთ შემთხვევაში ყავაზე მაღალიც არის“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.
ექიმები შეახსენებენ საზოგადოებას, რომ ენერგეტიკული სასმელების დალევა არ შეიძლება უზმოზე, ასევე ყავის წინ ან მის შემდეგ, რადგან კოფეინს აქვს უნიკალური თვისება - ის ავიწროებს სისხლძარღვებს, რის გამოც გული გაზრდილი დატვირთვით მუშაობს.
კოფეინის დღე-ღამური ნორმა შეადგენს დაახლოებით 150 მგ (ერთი ქილა ენერგეტიკული სასმელი შეიცავს 150-დან 320 მგ-მდე). დღეში 1-2 ქილაზე მეტის მიღებამ შესაძლოა არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს.
ცუდი ის არის, რომ ენერგეტიკული სასმელი ორგანიზმს ენერგიას კი არ აძლევს, არამედ აიძულებს ორგანიზმს გამოიყენოს საკუთარი ენერგიის მარაგი. თავიდან ის ზრდის ტონუსს, გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას, მაგრამ შემდეგ იწყება გამოფიტვა, ადამიანი გრძნობს მოდუნებას, აპათიას, არტერიული წნევა კი შეიძლება მკვეთრად დაეცეს.