https://sputnik-georgia.com/20230909/xonsi-33-wlis-mamakacis-mkvlelobistvis-dakavebuls-12-wlit-patimroba-seefarda-282113662.html
ხონში 33 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულს 12 წლით პატიმრობა შეეფარდა
ხონში 33 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულს 12 წლით პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
ბრალდებულმა ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა კაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. 09.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-09T19:52+0400
2023-09-09T19:52+0400
2023-09-09T19:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23903/06/239030658_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_54370e0e95a1ed6d8ab3ee545a51df17.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ხონში ამომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს, 27 წლის მამაკაცმა სხვა პირებთან ერთად ხონში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ორ პირს. მოგვიანებით ბრალდებულს ერთ-ერთ დაზარალებულთან მორიგი ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა, რა დროსაც დანით ჭრილობები მიაყენა.მიღებული დაზიანებების შედეგად, 33 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მეორე დღესვე დააკავეს.ქუთაისის საქალაქო განზრახ მკვლელობის და ხულიგნობისთვის ბრალდებული 27 წლის მამაკაცი დამნაშავედ ცნო.უწყების ცნობით, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, ხულიგნობის ფაქტზე სასამართლომ 6 პირი დამნაშავედ ცნო, რომლებსაც 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.წყარო - პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23903/06/239030658_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_891befb5baf8e85d9b195d820216b8d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ხონში 33 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულს 12 წლით პატიმრობა შეეფარდა
ბრალდებულმა ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა კაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ხონში ამომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს, 27 წლის მამაკაცმა სხვა პირებთან ერთად ხონში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ორ პირს. მოგვიანებით ბრალდებულს ერთ-ერთ დაზარალებულთან მორიგი ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა, რა დროსაც დანით ჭრილობები მიაყენა.
მიღებული დაზიანებების შედეგად, 33 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მეორე დღესვე დააკავეს.
ქუთაისის საქალაქო განზრახ მკვლელობის და ხულიგნობისთვის ბრალდებული 27 წლის მამაკაცი დამნაშავედ ცნო.
უწყების ცნობით, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, ხულიგნობის ფაქტზე სასამართლომ 6 პირი დამნაშავედ ცნო, რომლებსაც 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.