https://sputnik-georgia.com/20230909/xmauristvis-sanqciebi-gamkacrdeba-parlamentsi-ganxilvebi-iwyeba-282105271.html
ხმაურისთვის სანქციები გამკაცრდება: პარლამენტში განხილვები იწყება
ხმაურისთვის სანქციები გამკაცრდება: პარლამენტში განხილვები იწყება
Sputnik საქართველო
საქართველოში ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია ბინებში, სასტუმროებში და რესტორნებში 09.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-09T11:30+0400
2023-09-09T11:30+0400
2023-09-09T11:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268893377_0:196:3290:2048_1920x0_80_0_0_f3edeb973747d67d2969a093eae72848.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი იწყებს ცვლილებების განხილვას, რომელთა მიხედვითაც საცხოვრებელ სახლებში, საჯარო დაწესებულებებში და კერძო კომპანიებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება გამოიწვევს დაჯარიმებას პირველივე დარღვევის შემთხვევაში.საქართველოში 2020 წლიდან დადგენილია აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დღისა და ღამის საათებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დღეისათვის წესების დარღვევა პირველ ჯერზე მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს.ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების პირველივე შემთხვევაში მოხდება ფიზიკური პირის დაჯარიმება 150 ლარით, იურიდიულის - 1500 ლარით.განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით.იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 10 ათასი ლარის ოდენობით.ხმაურზე შეზღუდვები არ ვრცელდება აეროპორტებზე, მეტროზე, საავტომობილო გზებსა და რკინიგზაზე, პორტებზე, ასევე აქციებზე, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე დღის საათებში და თბილისის მერიასთან შეთანხმებულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე.მოქმედი კანონით, ხმაურის დასაშვებ ნორმად ბინებსა და სახლებში ითვლება არაუმეტეს 35 დეციბელისა დღისით (08:00 საათიდან 23:00 საათამდე) და არაუმეტეს 30 დეციბელისა ღამით. ბარებსა და რესტორნებში ხმაურის დასაშვები ნორმა დღე-ღამის ნებისმიერ დროს - არაუმეტეს 50 დეციბელისა, სასტუმროებში დღის საათებში - 40 დეციბელი, ღამით - 35 დეციბელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268893377_358:0:3089:2048_1920x0_80_0_0_2fe6419e9516bfe3a6c82a1aa500c0da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
ხმაურისთვის სანქციები გამკაცრდება: პარლამენტში განხილვები იწყება
საქართველოში ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია ბინებში, სასტუმროებში და რესტორნებში
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი იწყებს ცვლილებების განხილვას, რომელთა მიხედვითაც საცხოვრებელ სახლებში, საჯარო დაწესებულებებში და კერძო კომპანიებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება გამოიწვევს დაჯარიმებას პირველივე დარღვევის შემთხვევაში.
საქართველოში 2020 წლიდან დადგენილია აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დღისა და ღამის საათებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დღეისათვის წესების დარღვევა პირველ ჯერზე მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს.
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების პირველივე შემთხვევაში მოხდება ფიზიკური პირის დაჯარიმება 150 ლარით, იურიდიულის - 1500 ლარით.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით.
იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 10 ათასი ლარის ოდენობით.
კანონპროექტის ავტორებმა - საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა - სასჯელის გამკაცრების მიზეზად დარღვევების მზარდი რაოდენობა დაასახელეს. მათივე ინფორმაციით, 2021 წელს 148 დარღვევა დაფიქსირდა, 2022 წელს – 253, ხოლო 2023 წლის აგვისტოსთვის - 344 დარღვევა.
ხმაურზე შეზღუდვები არ ვრცელდება აეროპორტებზე, მეტროზე, საავტომობილო გზებსა და რკინიგზაზე, პორტებზე, ასევე აქციებზე, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე დღის საათებში და თბილისის მერიასთან შეთანხმებულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე.
მოქმედი კანონით, ხმაურის დასაშვებ ნორმად ბინებსა და სახლებში ითვლება არაუმეტეს 35 დეციბელისა დღისით (08:00 საათიდან 23:00 საათამდე) და არაუმეტეს 30 დეციბელისა ღამით. ბარებსა და რესტორნებში ხმაურის დასაშვები ნორმა დღე-ღამის ნებისმიერ დროს - არაუმეტეს 50 დეციბელისა, სასტუმროებში დღის საათებში - 40 დეციბელი, ღამით - 35 დეციბელი.