ხანძარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - დამწვარია ორი სახლი

© AP Photo / Noah Bergerხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2023
გამოწერა
წალენჯიხის მერია დაზარალებულებს პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას ჰპირდება.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში სხვადასხვა უბანში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება რადიო „ათინათი“.
ერთი-ერთ სახლს ცეცხლი გუშინ საღამოს გაუჩნდა. ამ დროს სახლში ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა, თუმცა ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
რაც შეეხება მეორე სახლს, ხანძარი იქ გამთენიისას გაჩნდა. ამ დროს იქ არავინ არ იყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ვერცერთმა ოჯახმა ნივთების გამოტანა ვერ მოასწრო. მათივე ცნობით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.
ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და წალენჯიხის მერიის წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას ინფორმაციით, წალენჯიხის მერია დაზარალებულებს პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
ყველა ახალი ამბავი
0