https://sputnik-georgia.com/20230909/wyaldidoba-da-mewyeri-guriasi-sawiroebis-semtxvevasi-samusaoebsi-vertmfreni-caertveba-282108195.html
წყალდიდობა და მეწყერი გურიაში: საჭიროების შემთხვევაში სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება
წყალდიდობა და მეწყერი გურიაში: საჭიროების შემთხვევაში სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. მაშველებმა გურიის რეგიონიდან, რომელიც 8 სექტემბერს წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაზარალდა, 62 ადამიანის ევაკუაცია... 09.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-09T13:38+0400
2023-09-09T13:38+0400
2023-09-09T13:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
სტიქიური მოვლენები
გურია
საქართველოს რეგიონები
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/08/282094296_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_d30ee82910705ccc4e09d621d58dc252.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. მაშველებმა გურიის რეგიონიდან, რომელიც 8 სექტემბერს წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაზარალდა, 62 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.8 სექტემბრის ღამეს ძლიერი წვიმის გამო გურიაში მდინარეები ადიდდა და მეწყერი ჩამოწვა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან მისასვლელი გზები. ყველაზე მეტად დაზარალდა ლანჩხუთის რაიონის სოფლები სუფსა და ჯიხანჯირი და ოზურგეთის რაიონის სოფელი სილაური. სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი მოზარდია.ამ დროისთვის ძირითადი ყურადღება გადატანილია გზების გაწმენდაზე. ამ დრომდე შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზაზე მე-2 და მე-12 კილომეტრზე ქვათაცვენის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/08/282094296_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_69f337ecd917ba37e92d3ef0f014cf8e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, სტიქიური მოვლენები, გურია , საქართველოს რეგიონები, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, სტიქიური მოვლენები, გურია , საქართველოს რეგიონები, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. მაშველებმა გურიის რეგიონიდან, რომელიც 8 სექტემბერს წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაზარალდა, 62 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
8 სექტემბრის ღამეს ძლიერი წვიმის გამო გურიაში მდინარეები ადიდდა და მეწყერი ჩამოწვა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან მისასვლელი გზები. ყველაზე მეტად დაზარალდა ლანჩხუთის რაიონის სოფლები სუფსა და ჯიხანჯირი და ოზურგეთის რაიონის სოფელი სილაური. სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი მოზარდია.
„62 ადამიანია გამოყვანილი როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით, მსგავსი ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დამატებითი ძალების მობილიზებას ამ დროისთვის არ ვაპირებთ იქიდან გამომდინარე, რომ საკმარისზე მეტი მობილიზებაა გაკეთებული. თუკი დადგება ვერტმფრენის საჭიროება მზადყოფნაში ვართ,"- აცხადებს თემურ მღებრიშვილი.
ამ დროისთვის ძირითადი ყურადღება გადატანილია გზების გაწმენდაზე. ამ დრომდე შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზაზე მე-2 და მე-12 კილომეტრზე ქვათაცვენის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.