https://sputnik-georgia.com/20230909/tbilisis-operisa-da-baletis-teatri-172-e-sezons-xsnis-282109826.html
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 172-ე სეზონს ხსნის
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 172-ე სეზონს ხსნის
Sputnik საქართველო
სეზონს გახსნის დადგმა „აბესალომ და ეთერი“ 09.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-09T15:11+0400
2023-09-09T15:11+0400
2023-09-09T15:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264906893_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_03228f326dfa5e14aa7e33c3c4b11d18.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი სექტემბერში 172-ე სეზონს ხსნის - მაყურებელს როგორც საპრემიერო, ასევე რეპერტუარული სპექტაკლები ელოდება, ნათქვამია თეატრის განცხადებაში.სეზონს 16 და 17 სექტემბერს ოპერა „აბესალომ და ეთერი“ გახსნის.შემდეგ, 23 სექტემბერს, თეატრის მოყვარულები ალექს მაჭავარიანის ოპერა „ჰამლეტის“ პრემიერით (საკონცერტო წარმოდგენა) დატკბებიან. 27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით თეატრის სცენაზე გავა ბალეტი „გედების ტბა“.ოპერისა და ბალეტის თეატრი ასევე ამზადებს ჯუზეპე ვერდის ოპერას „ბედის ძალა“, რომელიც 13-დან 21 ოქტომბრამდე იქნება ნაჩვენები.ასევე 29-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით თეატრის სცენაზე ბალეტი „დონ კიხოტი“ იქნება წარმოდგენილი.თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 1851 წლის 12 აპრილს დაარსდა. 1874 წელს იქ ხანძარი გაჩნდა, რის გამოც შენობა მთლიანად განადგურდა. თეატრმა მუშაობა ახალ შენობაში 1896 წელს განაახლა. სეზონი გლინკას „ივან სუსანინით“ გაიხსნა.1937 წელს თეატრს ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის სახელი ეწოდა. ამავე წელს თეატრი ლენინის ორდენით დაჯილდოვდა.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის დამფუძნებლებმა ნინო რამიშვილმა და ილიკი სუხიშვილმა საკუთარი მოღვაწეობა სწორედ ოპერის თეატრის საბალეტო დასში დაიწყეს.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი – საქართველოს უდიდესი მუსიკალური თეატრია. ის ყოველთვის იყო საქართველოს ეროვნული მუსიკალური კულტურის ცენტრი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264906893_131:0:2792:1996_1920x0_80_0_0_8ef7f3b59e6c9e0b1d32ad034b10fa21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 172-ე სეზონს ხსნის
სეზონს გახსნის დადგმა „აბესალომ და ეთერი“
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი სექტემბერში 172-ე სეზონს ხსნის - მაყურებელს როგორც საპრემიერო, ასევე რეპერტუარული სპექტაკლები ელოდება, ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
სეზონს 16 და 17 სექტემბერს ოპერა „აბესალომ და ეთერი“ გახსნის.
შემდეგ, 23 სექტემბერს, თეატრის მოყვარულები ალექს მაჭავარიანის ოპერა „ჰამლეტის“ პრემიერით (საკონცერტო წარმოდგენა) დატკბებიან. 27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით თეატრის სცენაზე გავა ბალეტი „გედების ტბა“.
ოპერისა და ბალეტის თეატრი ასევე ამზადებს ჯუზეპე ვერდის ოპერას „ბედის ძალა“, რომელიც 13-დან 21 ოქტომბრამდე იქნება ნაჩვენები.
ასევე 29-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით თეატრის სცენაზე ბალეტი „დონ კიხოტი“ იქნება წარმოდგენილი.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 1851 წლის 12 აპრილს დაარსდა. 1874 წელს იქ ხანძარი გაჩნდა, რის გამოც შენობა მთლიანად განადგურდა. თეატრმა მუშაობა ახალ შენობაში 1896 წელს განაახლა. სეზონი გლინკას „ივან სუსანინით“ გაიხსნა.
1937 წელს თეატრს ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის სახელი ეწოდა. ამავე წელს თეატრი ლენინის ორდენით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის დამფუძნებლებმა ნინო რამიშვილმა და ილიკი სუხიშვილმა საკუთარი მოღვაწეობა სწორედ ოპერის თეატრის საბალეტო დასში დაიწყეს.
ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი – საქართველოს უდიდესი მუსიკალური თეატრია. ის ყოველთვის იყო საქართველოს ეროვნული მუსიკალური კულტურის ცენტრი.