https://sputnik-georgia.com/20230909/sakonsulo-arricxvaze-myofi-saqartvelos-moqalaqeebi-bolo-monacemebi-282107008.html
საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები - ბოლო მონაცემები
საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
საკონსულო აღრიცხვა ემსახურება მოქალაქეთა უფლებების დაცვის ეფექტურობას და იძლევა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. 09.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-09T12:05+0400
2023-09-09T12:05+0400
2023-09-09T12:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ქართული დიასპორა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/95/238549551_0:39:2000:1164_1920x0_80_0_0_7f8ad4df8f03b72bda1ed40297a3a9cc.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. 2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 62,6 ათასს შეადგენს, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებში, რომლებიც პარლამენტის დეპუტატებს მიეწოდა.საკონსულო აღრიცხვა - ეს არის საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ მუდმივი ან დროებითი ყოფნის აღრიცხვა. საზღვარგარეთ ყოფნის კანონიერების დადასტურება საკონსულო რეგისტრაციისთვის სავალდებულო არ არის.საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს 62.598 მოქალაქიდან 1.501 არასრულწლოვანია.რუსეთში საქართველოს ინტერესების სექციაში საკონსულოს აღრიცხვაზე საქართველოს 1.606 მოქალაქეა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებში საკონსულო აღრიცხვაზეა საქართველოს 33.418 მოქალაქე. ამ ქვეყნებს შორის, საბერძნეთის გარდა, ლიდერები არიან გერმანია, იტალია და საფრანგეთი.იმისათვის, რომ მოქალაქე დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე, მან საკონსულოში ან საელჩოში უნდა წარადგინოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შეავსოს ანკეტა.საკონსულო აღრიცხვა ემსახურება მხოლოდ მოქალაქეთა უფლებების დაცვის ეფექტურობას და არ გულისხმობს სამართლებრივ ვალდებულებებს. ამასთან, საკონსულო აღრიცხვა იძლევა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/95/238549551_0:0:1780:1335_1920x0_80_0_0_53e8f5347fe0b227deb8abe03c749776.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ქართული დიასპორა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ქართული დიასპორა
საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები - ბოლო მონაცემები
საკონსულო აღრიცხვა ემსახურება მოქალაქეთა უფლებების დაცვის ეფექტურობას და იძლევა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. 2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 62,6 ათასს შეადგენს, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებში, რომლებიც პარლამენტის დეპუტატებს მიეწოდა.
საკონსულო აღრიცხვა - ეს არის საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ მუდმივი ან დროებითი ყოფნის აღრიცხვა. საზღვარგარეთ ყოფნის კანონიერების დადასტურება საკონსულო რეგისტრაციისთვის სავალდებულო არ არის.
საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს 62.598 მოქალაქიდან 1.501 არასრულწლოვანია.
ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის საკონსულოშია რეგისტრირებული – 19.039 ადამიანი. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (6.848) და აშშ (5.199).
რუსეთში საქართველოს ინტერესების სექციაში საკონსულოს აღრიცხვაზე საქართველოს 1.606 მოქალაქეა.
საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებში საკონსულო აღრიცხვაზეა საქართველოს 33.418 მოქალაქე. ამ ქვეყნებს შორის, საბერძნეთის გარდა, ლიდერები არიან გერმანია, იტალია და საფრანგეთი.
იმისათვის, რომ მოქალაქე დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე, მან საკონსულოში ან საელჩოში უნდა წარადგინოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შეავსოს ანკეტა.
საკონსულო აღრიცხვა ემსახურება მხოლოდ მოქალაქეთა უფლებების დაცვის ეფექტურობას და არ გულისხმობს სამართლებრივ ვალდებულებებს. ამასთან, საკონსულო აღრიცხვა იძლევა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.