გრიგოლეთში ზღვამ ადამიანის ცხედარი გამორიყა

© photo: Sputnik / Stringerშტორმი ზღვაზე
შტორმი ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2023
გამოწერა
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცხედარი საქართველოს წყლებში თურქეთის ტერიტორიიდან არის მოხვედრილი.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. კურორტ გრიგოლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვამ მამაკაცის ცხედარი ამოიღო, იუწყება „ტვ პირველი“.
წინასწარი მონაცემებით, ცხედარი წყალში დიდი ხნის განმავლობაში იყო.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცხედარი საქართველოს წყლებში თურქეთის ტერიტორიიდან არის მოხვედრილი.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
ყველა ახალი ამბავი
0