თბილისში სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების წმენდა გრძელდება

© courtesy of Tbilservice Group
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
გამოწერა
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თბილისში სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების გაწმენდა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, ამ ეტაპზე სპეცტექნიკის საშუალებით ირეცხება ჭავჭავაძის გამზირზე არსებული სანიაღვრე ქსელი და კოლექტორი, იუწყება შპს „თბილსერვის ჯგუფის“ პრესსამსახური.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე კვირაში სანიაღვრე სისტემა 34 მისამართზე გაიწმინდა — როგორც დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში, ისე გარეუბნებსა და წყნეთში.
გარდა ამისა, სამსახურის წარმომადგენლებმა რამდენიმე ადგილზე ცენტრალური კოლექტორი ვიდეოკამერით დაათვალიერეს.
„ქალაქის მასშტაბით მსგავსი ტიპის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მთელი წლის განმავლობაში ასრულებენ“, — ნათქვამია განცხადებაში.
სანიაღვრე ქსელების თემა თბილისში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 29 აგვისტოს საღამოს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობა მოხდა. იმ დღეს დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელები და ქუჩები, ზოგიერთ ადგილას წყალმა ავტომობილები თითქმის მთლიანად დაფარა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, წაიქცა ხეები, გააქტიურდა მეწყრული პროცესები.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სანიაღვრე ქსელი გაწმენდილი იყო, მაგრამ სისტემაზე გადაფარებულმა ფოთლებმა, ნაჭრებმა, ნარჩენებმა თუ პოლიეთილენის ქილებმა დაგუბება გამოიწვია და ქსელმა წყალი ვერ გაატარა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, სტიქიის შედეგად სანიაღვრე და წყალარინების ქსელები შლამით გადაივსო, რის გამოც მათი გაწმენდა გახდა აუცილებელი.
ყველა ახალი ამბავი
0