https://sputnik-georgia.com/20230908/lavrovi-cisferi-nakadi-turquli-nakadi-282086774.html
ლავროვი: იგეგმება „თურქული ნაკადისა“ და „ცისფერი ნაკადის“ აფეთქება
ლავროვი: იგეგმება „თურქული ნაკადისა“ და „ცისფერი ნაკადის“ აფეთქება
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. რუსეთს აქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება გაზსადენ „თურქული ნაკადისა" და „ცისფერი ნაკადის" აფეთქება, განაცხადა ქვეყნის საგარეო... 08.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-08T21:49+0400
2023-09-08T21:49+0400
2023-09-08T22:30+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281258554_0:96:3074:1826_1920x0_80_0_0_ea3855cbd4a92ff0e70cf32253cc9301.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. რუსეთს აქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება გაზსადენ „თურქული ნაკადისა" და „ცისფერი ნაკადის" აფეთქება, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.როგორც მინისტრმა განმარტა, რუსული ფლოტი შავი ზღვის იმ მონაკვეთებს აკონტროლებს, სადაც გაზის მაგისტრალები გადის.„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, იმის თაობაზე, რომ „თურქულ ნაკადზე" თავდასხმის მცდელობები არსებობს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებისას განაცხადა. მისი თქმით, თავდასხმები უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან გაშვებული დრონებით ხორციელდება.გაზსადენი „ცისფერი ნაკადი" განკუთვნილია რუსული ბუნებრივი აირის თურქეთში მიწოდებისთვის შავი ზღვის გავლით, მესამე ქვეყნების გვერდის ავლით. გაზსადენის საერთო სიგრძე 1.213 კილომეტრია.„თურქული ნაკადი" — საექსპორტო გაზსადენია ასევე რუსეთიდან თურქეთში, შავი ზღვის გავლით. გაზსადენის ორი შტოდან პირველი თურქეთის მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებისთვისაა განკუთვნილი, მეორე — სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაზმომარაგებისთვის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281258554_970:110:3074:1688_1920x0_80_0_0_85064906b25da399e83e036f00d25e8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ლავროვი: იგეგმება „თურქული ნაკადისა“ და „ცისფერი ნაკადის“ აფეთქება
21:49 08.09.2023 (განახლებულია: 22:30 08.09.2023) თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. რუსეთს აქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება გაზსადენ „თურქული ნაკადისა" და „ცისფერი ნაკადის" აფეთქება,
განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
როგორც მინისტრმა განმარტა, რუსული ფლოტი შავი ზღვის იმ მონაკვეთებს აკონტროლებს, სადაც გაზის მაგისტრალები გადის.
„თავდასხმა სცადეს სამხედრო გემებზე, რომლებიც გაზსადენ „თურქული ნაკადისა" და გაზსადენ „ცისფერი ნაკადის" მარშრუტზე პატრულირებდნენ. <...> შავი ზღვის ამ მონაკვეთების პატრულირება დაიწყო, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ მათ აფეთქებასაც ცდილობენ, ისევე, როგორც „ჩრდილოეთის ნაკადები“ ააფეთქეს“, – განაცხადა ლავროვმა.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, იმის თაობაზე, რომ „თურქულ ნაკადზე" თავდასხმის მცდელობები არსებობს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებისას განაცხადა. მისი თქმით, თავდასხმები უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან გაშვებული დრონებით ხორციელდება.
გაზსადენი „ცისფერი ნაკადი" განკუთვნილია რუსული ბუნებრივი აირის თურქეთში მიწოდებისთვის შავი ზღვის გავლით, მესამე ქვეყნების გვერდის ავლით. გაზსადენის საერთო სიგრძე 1.213 კილომეტრია.
„თურქული ნაკადი" — საექსპორტო გაზსადენია ასევე რუსეთიდან თურქეთში, შავი ზღვის გავლით. გაზსადენის ორი შტოდან პირველი თურქეთის მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებისთვისაა განკუთვნილი, მეორე — სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაზმომარაგებისთვის.