ოპოზიციური მედია შეეცდება საქართველოს მთავრობის რეპუტაცია შელახოს - ექსპერტი

გამოწერა
პროდასავლური ძალები მაქსიმალურად ეცდებიან გააშავონ საქართველოს ხელისუფლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ამის შესახებ განაცხადა პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ხელძღვანელმა, ჟურნალისტმა ვალერი კვარაცხელიამ.
მოსაზრება კვარაცხელიამ გამოთქვა პრეს-კონფერენციაზე „საქართველოს მედია საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე – დამოუკიდებლები თუ პარტიულები“, რომელიც Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.
„ახლა იქნება პროვოკაციული საკითხების წამოწევა ოპოზიციური მედიის მხრიდან. ისინი ყველანაირად შეეცდებიან გააშავონ მთავრობა, რომელსაც ისინი „პრორუსულს“ უწოდებენ, მმართველ პარტიას მოიხსენიებენ „რუსულ ოცნებად“. იქ არაფერია რუსული, ეს „ქართული ოცნებაა“, – განაცხადა კვარაცხელიამ.
ყველა ახალი ამბავი
0