https://sputnik-georgia.com/20230908/iago-xvicia-impicmentis-sansebze-282073424.html
ფასები არ ვიცი: იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შანსები შეაფასა
ფასები არ ვიცი: იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შანსები შეაფასა
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. „ქართული ოცნების“ არაადეკვატურ ნაბიჯზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ადეკვატური იყო, განაცხადა პარტია „გირჩის“ ლიდერმა... 08.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-08T18:24+0400
2023-09-08T18:24+0400
2023-09-08T20:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264567357_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_668de5249b1a912c1bc6aeedc1b77095.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. „ქართული ოცნების“ არაადეკვატურ ნაბიჯზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ადეკვატური იყო, განაცხადა პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.მისი თქმით, ზურაბიშვილის პოზიცია, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ყოველთვის იქ იქნება, სადაც საჭიროა, მორალურად გამართლებულია.რაც შეეხება იმპიჩმენტს, „გირჩის“ ლიდერს მიაჩნია, რომ ეს პროცესი არასერიოზულად გამოიყურება, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ შედგეს კიდეც. მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, განაცხადა, რომ პარტია ერთიანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხში. მისი თქმით, პროცედურის დასაწყებად უკვე შეგროვებულია საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების 80 ხელმოწერა. პროცედურის ინიცირებისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საკმარისი.31 აგვისტოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო. მეორე დღეს, 1 სექტემბერს მმართველმა პარტიამ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნეს, ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს და საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის. თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ზურაბიშვილის ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა, რათა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264567357_53:0:1194:856_1920x0_80_0_0_e1db515230cc96c5a5e0b88756e12452.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სალომე ზურაბიშვილი , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, სალომე ზურაბიშვილი , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. „ქართული ოცნების“ არაადეკვატურ ნაბიჯზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ადეკვატური იყო, განაცხადა პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, ზურაბიშვილის პოზიცია, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ყოველთვის იქ იქნება, სადაც საჭიროა, მორალურად გამართლებულია.
რაც შეეხება იმპიჩმენტს, „გირჩის“ ლიდერს მიაჩნია, რომ ეს პროცესი არასერიოზულად გამოიყურება, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ შედგეს კიდეც.
„ექნება თუ არა იმპიჩმენტს გასაქანი? გააჩნია, მმართველი გუნდი რამდენს გადაიხდის. <...> ცოტა მეტი რომ გადაიხადონ, შეიძლება სიურპრიზებს ველოდოთ. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. „ქართული ოცნება“ თუ მეტს გადაიხდის, იმპიჩმენტი იქნება. გამოცდილება აჩვენებს, როცა რაღაცას ძალიან მოინდომებენ, მეგობარი პარტიიდან ყოველთვის გამოჩნდება ხალხი, ვინც წაეშველება ხოლმე. იმპიჩმენტის მხარდაჭერა რა ღირს? გააჩნია, რა უღირთ. ფასები არ ვიცი“, — აღნიშნა ხვიჩიამ.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, განაცხადა, რომ პარტია ერთიანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხში. მისი თქმით, პროცედურის დასაწყებად უკვე შეგროვებულია საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების 80 ხელმოწერა. პროცედურის ინიცირებისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საკმარისი.
31 აგვისტოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო. მეორე დღეს, 1 სექტემბერს მმართველმა პარტიამ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნეს, ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს და საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის. თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ზურაბიშვილის ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა, რათა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.