https://sputnik-georgia.com/20230908/cifruli-lari-282088305.html
ბაზელის ინოვაციის ჰაბი საქართველოს ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის განვითარებაში დაეხმარება
ბაზელის ინოვაციის ჰაბი საქართველოს ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის განვითარებაში დაეხმარება
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელის ინოვაციის ჰაბთან (BISIH) ციფრული ლარის თემაზე ითანამშრომლებს, ჩაერთვება ბაზელის ინოვაციის... 08.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-08T22:17+0400
2023-09-08T22:17+0400
2023-09-08T22:34+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23855/95/238559556_0:160:3076:1890_1920x0_80_0_0_13303e3a19b73771a185710b26aa8b06.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელის ინოვაციის ჰაბთან (BISIH) ციფრული ლარის თემაზე ითანამშრომლებს, ჩაერთვება ბაზელის ინოვაციის ჰონკონგის ცენტრ mBridge-ისა და Aurum-ის პროექტებში, რაც ეროვნულ ბანკს ტექნოლოგიების, ცოდნის, ექსპერტიზის გაზიარების შესაძლებლობას მისცემს, იუწყება მარეგულირებლის პრეს-სამსახური.ბაზელის ინოვაციის ჰაბის მიზანი, რომელიც 2019 წელს დაარსდა, ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობაა ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით.რაც შეეხება Aurum-ს — ეს საცალო ციფრული ვალუტის (CBDC) პროექტია, რომლის ფარგლებში შემუშავებულ ტექნიკურ სახელმძღვანელოსა და სხვა საჭირო მასალებზე ბაზელის წევრ ცენტრალურ ბანკებს მიუწვდებათ ხელი.აღნიშნულ პროექტებში ჩართვით ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ექნება გაიზიაროს სხვა ქვეყნების ციფრული ვალუტის გამოცდილება, დატესტოს საკუთარი CBDC–ტექნოლოგია და საწყის ეტაპებზე მიიღოს ყველა ის სარგებელი, რომელსაც ბაზელის ინოვაციის ჰაბი ცენტრალურ ბანკებს სთავაზობს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23855/95/238559556_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_878ccf46efa49c290876c1f11764f020.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ბაზელის ინოვაციის ჰაბი საქართველოს ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის განვითარებაში დაეხმარება
22:17 08.09.2023 (განახლებულია: 22:34 08.09.2023) თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელის ინოვაციის ჰაბთან (BISIH) ციფრული ლარის თემაზე ითანამშრომლებს, ჩაერთვება ბაზელის ინოვაციის ჰონკონგის ცენტრ mBridge-ისა და Aurum-ის პროექტებში, რაც ეროვნულ ბანკს ტექნოლოგიების, ცოდნის, ექსპერტიზის გაზიარების შესაძლებლობას მისცემს,
იუწყება მარეგულირებლის პრეს-სამსახური.
ბაზელის ინოვაციის ჰაბის მიზანი, რომელიც 2019 წელს დაარსდა, ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობაა ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით.
„mBridge-ის პროექტის ფარგლებში ხდება ქვეყნებს შორის გადახდის ტესტირება განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმის საშუალებით, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ გამოუშვან ციფრული ვალუტები და ერთმანეთთან განახორციელონ ტრანზაქციები“, — ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
რაც შეეხება Aurum-ს — ეს საცალო ციფრული ვალუტის (CBDC) პროექტია, რომლის ფარგლებში შემუშავებულ ტექნიკურ სახელმძღვანელოსა და სხვა საჭირო მასალებზე ბაზელის წევრ ცენტრალურ ბანკებს მიუწვდებათ ხელი.
„მათი გამოყენებით უფრო გამარტივდება ექსპერიმენტების ჩატარება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ციფრული ვალუტის განვითარების პროცესს“, — აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
აღნიშნულ პროექტებში ჩართვით ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ექნება გაიზიაროს სხვა ქვეყნების ციფრული ვალუტის გამოცდილება, დატესტოს საკუთარი CBDC–ტექნოლოგია და საწყის ეტაპებზე მიიღოს ყველა ის სარგებელი, რომელსაც ბაზელის ინოვაციის ჰაბი ცენტრალურ ბანკებს სთავაზობს.