https://sputnik-georgia.com/20230908/-----282061108.html
ბორელი: პრეზიდენტის იმპიჩმენტი პოლარიზაციას გააღრმავებს
ბორელი: პრეზიდენტის იმპიჩმენტი პოლარიზაციას გააღრმავებს
Sputnik საქართველო
ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებისთვის საჭიროა თანამშრომლობა, აღნიშნა ბორელმა. 08.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-08T14:00+0400
2023-09-08T14:00+0400
2023-09-08T18:59+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/07/282040308_0:132:1280:853_1920x0_80_0_0_150ff3afc98f3e746877f7c31963b322.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება გააღრმავებს პოლარიზაციას, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების ერთ-ერთი პირობაა, განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.მისი თქმით, საქართველოში ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და აქტიური სამოქალაქო სექტორია.„ამ ისტორიულ მომენტში წარმატებისთვის გჭირდებათ თანამშრომლობა", – განაცხადა ბორელმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/07/282040308_171:129:1136:853_1920x0_80_0_0_20055591228257b172b5ec786f3c8900.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
ბორელი: პრეზიდენტის იმპიჩმენტი პოლარიზაციას გააღრმავებს
14:00 08.09.2023 (განახლებულია: 18:59 08.09.2023) ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებისთვის საჭიროა თანამშრომლობა, აღნიშნა ბორელმა.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება გააღრმავებს პოლარიზაციას, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების ერთ-ერთი პირობაა, განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
„ეს არის რისკი, რომელიც უფრო მეტად გამოიწვევს დაძაბულობას და გაზრდის პოლარიზაციას. ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს და მტკიცედ დაუჭიროს მხარი ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ იყოს წარმატებული ამ პროცესში“, – განაცხადა ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოში ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და აქტიური სამოქალაქო სექტორია.
„ამ ისტორიულ მომენტში წარმატებისთვის გჭირდებათ თანამშრომლობა", – განაცხადა ბორელმა.