https://sputnik-georgia.com/20230908/----------282045654.html
„არა გადამწყვეტი, მაგრამ მნიშვნელოვანი" - ვილი სანიოლი ესპანეთთან მოახლოებულ მატჩზე
„არა გადამწყვეტი, მაგრამ მნიშვნელოვანი" - ვილი სანიოლი ესპანეთთან მოახლოებულ მატჩზე
Sputnik საქართველო
საქართველოში ამ შეხვედრაზე დიდ იმედებს ამყარებენ, აღნიშნა ნაკრების მწვრთნელმა. 08.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-08T10:37+0400
2023-09-08T10:37+0400
2023-09-08T16:36+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287198_0:133:1280:854_1920x0_80_0_0_5bfaa7b025c033003c98036dc3165fa6.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ესპანეთის გუნდთან ჯერ კიდევ არა გადამწყვეტი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი ექნება, განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე.საქართველო და ესპანეთი ევრო-2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში პარასკევს, 8 სექტემბერს ითამაშებენ. მეხუთე ტურის წინ საქართველოს ნაკრებს ოთხი ქულა აქვს სამი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, რამაც მას ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების საშუალება მისცა. ესპანეთის გუნდი მხოლოდ ორი ჩატარებული მატჩის შემდეგ სამი ქულით მეოთხე ადგილზეა. ჯგუფში შოტლანდია ოთხ მატჩში ოთხი მოგებით პირველ ადგილზეა.მისი თქმით, ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ასეთ გიგანტთან შეხვედრისას მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებმა შეასრულონ ის ამოცანები, რასაც მწვრთნელი მათ წინაშე აყენებს.მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი რამდენიმე დღეში გაიყიდა. ოთხი დღის შემდეგ, 12 სექტემბერს საქართველო ოსლოში ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ ტურნირზე 4 ქულა დააგროვა, ქართველებმა მოუგეს კვიპროსს (2:1), დაუზავდნენ ნორვეგიას (1:1) და წააგეს შოტლანდიასთან (0:2).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287198_205:119:1185:854_1920x0_80_0_0_371cabf5403642a945f322d6c1efd4b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
„არა გადამწყვეტი, მაგრამ მნიშვნელოვანი" - ვილი სანიოლი ესპანეთთან მოახლოებულ მატჩზე
10:37 08.09.2023 (განახლებულია: 16:36 08.09.2023) საქართველოში ამ შეხვედრაზე დიდ იმედებს ამყარებენ, აღნიშნა ნაკრების მწვრთნელმა.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ესპანეთის გუნდთან ჯერ კიდევ არა გადამწყვეტი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი ექნება, განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე.
საქართველო და ესპანეთი ევრო-2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში პარასკევს, 8 სექტემბერს ითამაშებენ. მეხუთე ტურის წინ საქართველოს ნაკრებს ოთხი ქულა აქვს სამი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, რამაც მას ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების საშუალება მისცა. ესპანეთის გუნდი მხოლოდ ორი ჩატარებული მატჩის შემდეგ სამი ქულით მეოთხე ადგილზეა. ჯგუფში შოტლანდია ოთხ მატჩში ოთხი მოგებით პირველ ადგილზეა.
„ჩვენ საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩს ვითამაშებთ და იგი, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი არა, მაგრამ მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ საქართველოში ამ შეხვედრაზე დიდ იმედებს ამყარებენ“, – განაცხადა სანიოლმა.
მისი თქმით, ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ასეთ გიგანტთან შეხვედრისას მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებმა შეასრულონ ის ამოცანები, რასაც მწვრთნელი მათ წინაშე აყენებს.
მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი რამდენიმე დღეში გაიყიდა. ოთხი დღის შემდეგ, 12 სექტემბერს საქართველო ოსლოში ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ ტურნირზე 4 ქულა დააგროვა, ქართველებმა მოუგეს კვიპროსს (2:1), დაუზავდნენ ნორვეგიას (1:1) და წააგეს შოტლანდიასთან (0:2).