ეს ევროპელობა არ არის! - მმართველი პარტიის დეპუტატი პრეზიდენტის განცხადებაზე

© courtesy of Salome Zourabichviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
გამოწერა
მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, რაც იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველია.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ იგი გააგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას, ევროპელობაში არ ჯდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.
გუშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას, აგრეთვე არ აპირებს დაემორჩილოს ვიზიტების განხორციელებაზე მთავრობის აკრძალვას.
ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე 31 აგვისტოს დაიწყო, 1 სექტემბერს კი მმართველმა პარტიამ მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დააანონსა. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპირისპირო განაცხადეს.

„არ ვიცი, რომელ ევროპელობაში ჯდება, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ ის გააგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. როცა იგი ამბობდა, ნაწილობრივ ევროპელი ვარო, ალბათ, სწორედ ამას გულისხმობდა. არ მგონია, რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი კონსტიტუციის დარღვევით აპირებდეს თავისი საქმიანობის განხორციელებას“, – განაცხადა სამხარაძემ.

სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა, რომელიც პარიზში დაიბადა და მრავალი წლის განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა, განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა ის აირჩია, მათ შორის, ქვეყნის განვითარების ევროპული გზისადმი ერთგულებისთვის და იმისთვის, რომ ის ნაწილობრივ ევროპელია.
ეს ოცნება დაივიწყეთ - სალომე ზურაბიშვილი შესაძლო გადადგომის შესახებ>>>
სამხარაძის თქმით, სახეზეა კონსტიტუციის უხეში დარღვევა, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ფაქტზე უნდა იმსჯელოს და დარღვევა დაადგინოს.

„სარჩელს არ გამოვიხმობთ. სარჩელს ხელი მოაწერა უმრავლესობის ყველა წევრმა, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს ვანდობთ იმის განხილვას, ირღვევა თუ არა კონსტიტუცია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის ვადაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ“.
პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებით, ამჟამად მხოლოდ 83 მანდატი აქვს.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია, „ქართულ ოცნებას" კი ოპოზიციის იმედი არ აქვს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი და „რადიკალური ოპოზიცია" ერთ მხარეს არიან.
ყველა ახალი ამბავი
0