https://sputnik-georgia.com/20230907/momdevno-xutidan-erti-weli-kidev-ufro-cxeli-iqneba-282012577.html
მომდევნო ხუთიდან ერთი ზაფხული კიდევ უფრო ცხელი იქნება: მსოფლიო მეტეოროლოგების მოხსენება
მომდევნო ხუთიდან ერთი ზაფხული კიდევ უფრო ცხელი იქნება: მსოფლიო მეტეოროლოგების მოხსენება
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ზაფხული ყველაზე ცხელი იყო პლანეტარულ ამინდზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში, ნათქვამია მსოფლიოს... 07.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-07T12:04+0400
2023-09-07T12:04+0400
2023-09-07T18:33+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
კლიმატური ცვლილებები და ანომალიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/17/280163733_0:299:3108:2047_1920x0_80_0_0_4fb4489cef35a70c1c789cca1621f9e7.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ზაფხული ყველაზე ცხელი იყო პლანეტარულ ამინდზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში, ნათქვამია მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა და კლიმატის ცვლილების შესწავლის ევროპული სამსახურის მოხსენებაში.როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, წარმოდგენილი შედეგები თანამგზავრებიდან, საზღვაო ხომალდებიდან, თვითმფრინავებიდან და მეტეოსადგურებიდან მიღებული მილიარდობით გაზომვების კომპიუტერულ ანალიზს ეყრდნობა.მოხსენებაში 2023 წლის ზაფხულის ძირითადი მონაცემები ასე გამოიყურება:ამასთან მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ მომდევნო ხუთი წლიდან ერთ-ერთი კიდევ უფრო ცხელი იქნება (98%-იანი ალბათობით), ხოლო საშუალო გლობალური ტემპერატურა შეიძლება 1,5 გრადუსით გაიზარდოს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/17/280163733_379:0:3108:2047_1920x0_80_0_0_bd6d3cf18b2e49ced029d56d2c59254f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, კლიმატური ცვლილებები და ანომალიები
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, კლიმატური ცვლილებები და ანომალიები
მომდევნო ხუთიდან ერთი ზაფხული კიდევ უფრო ცხელი იქნება: მსოფლიო მეტეოროლოგების მოხსენება
12:04 07.09.2023 (განახლებულია: 18:33 07.09.2023) თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ზაფხული ყველაზე ცხელი იყო პლანეტარულ ამინდზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში,
ნათქვამია მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა და კლიმატის ცვლილების შესწავლის ევროპული სამსახურის მოხსენებაში.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, წარმოდგენილი შედეგები თანამგზავრებიდან, საზღვაო ხომალდებიდან, თვითმფრინავებიდან და მეტეოსადგურებიდან მიღებული მილიარდობით გაზომვების კომპიუტერულ ანალიზს ეყრდნობა.
„2023 წლის ივნისი-ივლისი-აგვისტოს სეზონი დიდი სხვაობით იყო ყველაზე ცხელი გლობალური დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში: საშუალო ტემპერატურამ 16,77°C შეადგინა, რაც 0,66°C-ით აღემატება [მანამდელ] საშუალო ტემპერატურას“, — ნათქვამია დოკუმენტში.
მოხსენებაში 2023 წლის ზაფხულის ძირითადი მონაცემები ასე გამოიყურება:
საშუალო ტემპერატურამ ევროპაში 19,63°C შეადგინა, რაც 0,83°C-ით მეტია ადრინდელ საშუალო ტემპერატურაზე;
ჩრდილოეთ ატლანტიკასა და მსოფლიო ოკეანეში ზღვის ზედაპირის ანომალიურად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა;
ზღვის სიცხის ტალღები ევროპის რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა. ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში ივნისში, ხოლო ხმელთაშუაზღვისპირეთში — ივლისსა და აგვისტოში;
ჩრდილოეთ ევროპისა და თურქეთის უმეტეს ნაწილში საშუალოზე მეტი ნალექი დაფიქსირდა, რამაც ნალექების ადგილობრივი რეკორდები მოხსნა და ზოგ შემთხვევაში წყალდიდობა გამოიწვია;
ისლანდიაში, ალპების რკალში, ჩრდილოეთ სკანდინავიაში, ცენტრალურ ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში, კანადაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთსა და სამხრეთ ამერიკის უმეტეს ნაწილზე კი პირიქით — ამინდი საშუალოზე უფრო მშრალი იყო, რასაც გვალვა და ტყის ხანძრები მოჰყვა.
ამასთან მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ მომდევნო ხუთი წლიდან ერთ-ერთი კიდევ უფრო ცხელი იქნება (98%-იანი ალბათობით), ხოლო საშუალო გლობალური ტემპერატურა შეიძლება 1,5 გრადუსით გაიზარდოს.