https://sputnik-georgia.com/20230907/kaxetsi-stiqia-ganmeorda-lagodexis-soflebsi-rtuli-mdgomareobaa-282042065.html
კახეთში სტიქია განმეორდა: ლაგოდეხის სამ სოფელში რთული მდგომარეობაა
კახეთში სტიქია განმეორდა: ლაგოდეხის სამ სოფელში რთული მდგომარეობაა
Sputnik საქართველო
დაზიანებული სახლები, ჩახერგილი გზები, მოგლეჯილი ხეები და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა, ეს იმ ზიანის მცირე ჩამონათვალია, რაც ლაგოდეხის სამ სოფელს სტიქიამ... 07.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-07T23:09+0400
2023-09-07T23:09+0400
2023-09-07T23:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახეთი
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23884/50/238845013_0:34:2000:1159_1920x0_80_0_0_e4fe33e353581dd176f3df01d9502790.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. კახეთში ერთდროულად მოსულმა ძლიერმა ქარმა, წვიმამ და სეტყვამ ათეულობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.სტიქიამ, რომელიც სულ 20 წუთი გრძელდებოდა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ასზე მეტი სახლი დააზიანა. მძიმე მდგომარეობაა კაბალში, გურგენიანში.ტელეკომპანიის ცნობით, გზის სავალ ნაწილზე გადახდილი სახურავები ყრია, დაზიანებულია ელექტროსადენები, მოგლეჯილია ბოძები, მოზრდილი ხეები, ზოგი ფესვებიანადაც კი. განადგურებულია ვენახების ნაწილი, ნათესები.ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების შედეგად ელექტროენერგიის გარეშე სამი სოფლის 6 ათასამდე აბონენტი დარჩა.განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ ბაისუბანში.სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია. ამ ეტაპზე ჩახერგილი გზები უკვე გაწმინდეს. მიმდინარეობს მუშაობა ელექტროენერგიის აღსადგენად და ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგად შექმნილი სხვა პრობლემების მოსაგვარებლად.ტექნიკური სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა.ეს კახეთში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სტიქიის უკვე მეორე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ სეტყვის შედეგად ხუთი მუნიციპალიტეტი, მათ შორის ყველაზე მეტად ახმეტა და თელავი დაზარალდა.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23884/50/238845013_205:0:1794:1192_1920x0_80_0_0_8e1e6e5e0c91193c88d81e51860cb29a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , სტიქიური მოვლენები
კახეთში სტიქია განმეორდა: ლაგოდეხის სამ სოფელში რთული მდგომარეობაა
დაზიანებული სახლები, ჩახერგილი გზები, მოგლეჯილი ხეები და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა, ეს იმ ზიანის მცირე ჩამონათვალია, რაც ლაგოდეხის სამ სოფელს სტიქიამ მიაყენა.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. კახეთში ერთდროულად მოსულმა ძლიერმა ქარმა, წვიმამ და სეტყვამ ათეულობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
სტიქიამ, რომელიც სულ 20 წუთი გრძელდებოდა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ასზე მეტი სახლი დააზიანა. მძიმე მდგომარეობაა კაბალში, გურგენიანში.
ტელეკომპანიის ცნობით, გზის სავალ ნაწილზე გადახდილი სახურავები ყრია, დაზიანებულია ელექტროსადენები, მოგლეჯილია ბოძები, მოზრდილი ხეები, ზოგი ფესვებიანადაც კი. განადგურებულია ვენახების ნაწილი, ნათესები.
ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების შედეგად ელექტროენერგიის გარეშე სამი სოფლის 6 ათასამდე აბონენტი დარჩა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ ბაისუბანში.
სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია. ამ ეტაპზე ჩახერგილი გზები უკვე გაწმინდეს. მიმდინარეობს მუშაობა ელექტროენერგიის აღსადგენად და ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგად შექმნილი სხვა პრობლემების მოსაგვარებლად.
ტექნიკური სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა.
ეს კახეთში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სტიქიის უკვე მეორე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ სეტყვის შედეგად ხუთი მუნიციპალიტეტი, მათ შორის ყველაზე მეტად ახმეტა და თელავი დაზარალდა.