მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სპეცპროკურორი პრეზიდენტის ვაჟისთვის ბრალის წაყენებას აპირებს

CC BY-SA 2.0 / North Charleston / Scales of Justiceაშშ-ის სასამართლო
აშშ-ის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2023
გამოწერა
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. სპეციალური პროკურორი დევიდ ვაისი აპირებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს ჰანტერ ბაიდენს იარაღის შენახვის საქმეზე ბრალდება წაუყენოს, იუწყება New-York Times პროკურორის კანცელარიის განცხადებაზე დაყრდნობით.

„კანონი დაჩქარებული სასამართლო განხილვის შესახებ მოითხოვს, რომ მთავრობამ ბრალდება პარასკევამდე, 2023 წლის 29 სექტემბრამდე წარადგინოს. მთავრობა აპირებს, რომ ამ საქმეზე საბრალდებო დასკვნის დაბრუნებას აღნიშნულ თარიღამდე მიაღწიოს“, — ნათქვამია სპეცპროკურორის კანცელარიის განცხადებაში.

მანამდე, რამდენიმე კვირის წინ შტატ დელავერის ფედერალურმა მოსამართლემ უარი თქვა დაემტკიცებინა წინასასასამართლო შეთანხმება ჰანტერ ბაიდენსა და პროკურატურას შორის, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტის შვილს შეეძლო თავიდან აეცილებინა სისხლისსამართლებრივი დევნა იარაღის უკანონო შეძენის გამო. პისტოლეტის ყიდვისას ჰანტერ ბაიდენმა დამალა, რომ ის ნარკოტიკებს იღებდა, რაც მას იარაღის ფლობის უფლებას ართმევდა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ვაჟი ასევე არის გამოძიების ობიექტი სხვა ორი საქმის გამო, რომლებიც უცხოურ შემოსავლებზე გადასახადების დამალვას უკავშირდება. ეს საქმეები ასევე იყო წინასასასამართლო შეთანხმების ნაწილი, რომელმაც, სპეციალური პროკურორის თქმით, ძალა დაკარგა. აგვისტოში პროკურორებმა განაცხადეს, რომ ბაიდენი-უმცროსს ამ საქმეებზეც წარუდგენდნენ ბრალს.
თავის მხრივ, ჰანტერ ბაიდენის ადვოკატები მისთვის ბრალის წარდგენის შემთხვევაში სპეციალური პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. ადვოკატ ებბი ლოველის განმარტებით, პროკურორებს, იარაღის საქმეზე ადრე მიღწეული ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად, დამატებითი ბრალდებების წაყენება ეკრძალებათ. მისი თქმით, ჰანტერ ბაიდენი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სრულად იცავდა ამ შეთანხმების პირობებს — პრობაციის სამსახურში რეგულარული ვიზიტების ჩათვლით.
ყველა ახალი ამბავი
0