https://sputnik-georgia.com/20230907/gararibebuli-uranis-semcveli-wurvebi-ukrainistvis-rusetis-komentari-282013291.html
დანაშაულებრივი აქტი: რიაბკოვმა აშშ-ის გადაწყვეტილება შეაფასა
დანაშაულებრივი აქტი: რიაბკოვმა აშშ-ის გადაწყვეტილება შეაფასა
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი იარაღის მიწოდება აშშ-ის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებაა, განაცხადა რუსეთის საგარეო... 07.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-07T12:50+0400
2023-09-07T12:50+0400
2023-09-07T18:40+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
აშშ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0b/271228043_0:176:3198:1974_1920x0_80_0_0_fe851da2e0f5bbe5e77c3116371ecca0.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი იარაღის მიწოდება აშშ-ის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებაა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.მისი თქმით, არსებოს ასობით გამოქვეყნებული ექსპერტული მასალა, რომლებიც ეკოლოგების, ექიმების, ქიმიკოსების მოსაზრებებს შეიცავს „იმ შეუქცევადი ზიანის შესახებ, რომელსაც ასეთი იარაღი აყენებს გარემოს“, თუმცა ამერიკელები ამ მოსაზრებებს უგულებელყოფენ.რიაბკოვის განმარტებით, ეს დანაშაულებრივი აქტი წარმოაჩენს, რამდენად ცინიკურია განწყობა, რომელიც აშშ-ის პოლიტიკას განსაზღვრავს ევრაზიის მიმართულებით.მანამდე პენტაგონმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აშშ უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ სარაკეტო ჭურვებს გადასცემს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში. აშშ მეორე ქვეყანაა, რომელიც უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების გადაცემას გეგმავს. მანამდე, მიმდინარე წლის მარტში მსგავსი განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანაბელ გოლდიმ გააკეთა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0b/271228043_0:0:2712:2034_1920x0_80_0_0_0f82635c71b33f2438c1431f359bc344.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი იარაღის მიწოდება აშშ-ის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებაა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
„ეს უბრალოდ ესკალაციური ნაბიჯი არ არის. ეს არის ვაშინგტონის მხრიდან აღმაშფოთებელი უგულებელყოფის გამოხატულება ეკოლოგიური შედეგებისადმი, რაც ასეთი ტიპის საბრძოლო მასალების გამოყენებას მოსდევს საბრძოლო მოქმედებების ზონაში", — განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
მისი თქმით, არსებოს ასობით გამოქვეყნებული ექსპერტული მასალა, რომლებიც ეკოლოგების, ექიმების, ქიმიკოსების მოსაზრებებს შეიცავს „იმ შეუქცევადი ზიანის შესახებ, რომელსაც ასეთი იარაღი აყენებს გარემოს“, თუმცა ამერიკელები ამ მოსაზრებებს უგულებელყოფენ.
„ამერიკელებისთვის ეს სულ ერთია. გასაგებია, რომ ეს იარაღი მათ ტერიტორიაზე არ იქნება გამოყენებული. გასაგებია, რომ მათ არ აინტერესებთ, ვინ შეისუნთქავს ამ ნივთიერებას, სად დაილექება ის, ასევე რა შედეგებს მოუტანს ეს მათ, ვინც ახლა იბრძვის და რა დაემართება თაობებს, რომლებიც ამ მიწაზე იცხოვრებენ", — აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
რიაბკოვის განმარტებით, ეს დანაშაულებრივი აქტი წარმოაჩენს, რამდენად ცინიკურია განწყობა, რომელიც აშშ-ის პოლიტიკას განსაზღვრავს ევრაზიის მიმართულებით.
მანამდე პენტაგონმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აშშ უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ სარაკეტო ჭურვებს გადასცემს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში. აშშ მეორე ქვეყანაა, რომელიც უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების გადაცემას გეგმავს. მანამდე, მიმდინარე წლის მარტში მსგავსი განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანაბელ გოლდიმ გააკეთა.