ASEAN-ის შემაჯამებელ დოკუმენტში რუსეთი ნახსენები არ არის

© Press service of the Russian Foreign Ministry / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2023
გამოწერა
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში, რომელიც უკრაინის კრიზისის სასწრაფოდ მოგვარებისკენ მოწოდებას შეიცავს, რუსეთი ნახსენები არ არის, იუწყება სააგენტო რია ნოვოსტი.
სააგენტოს მოჰყავს ამონარიდები ერთობლივი განცხადებიდან, რომელიც ASEAN-ის ქვეყნების ლიდერებმა ჯაკარტაში (ინდონეზია) მიმდინარე სამიტზე მიიღეს.

„ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მოწოდება გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის შესახებ. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის ნამდვილ დიალოგში სერიოზული მონაწილეობის მნიშვნელობა“, — ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, გაერთიანება ASEAN ხაზს უსვამს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პოლიტიკოსები მხარს უჭერენ გაეროს გენერალური მდივნის ძალისხმევას, მოიძებნოს უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გადაჭრის გზა.
სამიტის მონაწილეები მოუწოდებენ მსოფლიო საზოგადოებას, უზრუნველყონ უკრაინისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ დახმარებაზე სწრაფი, უსაფრთხო და დაუბრკოლებელი წვდომა, ასევე სამოქალაქო მოსახლეობის, ჰუმანიტარული პერსონალისა და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დაცვა.
ASEAN – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია, პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციაა. მისი წევრია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 10 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობია 4,464 ათასი კმ², ხოლო მოსახლეობა — 611 მილიონი.
ASEAN-ის უმაღლესი ორგანოა წევრი ქვეყნების ლიდერების (სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების) სამიტი, რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდება. 2011 წლიდან სამიტზე აშშ-სა და რუსეთსაც იწვევენ. ჯაკარტაში წლევანდელ სამიტს რუსეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრება.
ყველა ახალი ამბავი
0