https://sputnik-georgia.com/20230907/aris-tu-ara-dieta-saxifato-orsulebistvis-amerikuli-kvleva-282021247.html
არის თუ არა დიეტა სახიფათო ორსულებისთვის? ამერიკული კვლევა
არის თუ არა დიეტა სახიფათო ორსულებისთვის? ამერიკული კვლევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. დიეტები, რომლებიც ხელს უწყობს ზედმეტი კილოგრამების მოშორებას და არეგულირებს წნევას, უსაფრთხოა როგორც ორსულის, ისე... 07.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-07T16:30+0400
2023-09-07T16:30+0400
2023-09-08T12:27+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ორსულობა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/07/282021045_0:64:1200:739_1920x0_80_0_0_36ad0d1780b7f018b22ba7618e657e0d.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. დიეტები, რომლებიც ხელს უწყობს ზედმეტი კილოგრამების მოშორებას და არეგულირებს წნევას, უსაფრთხოა როგორც ორსულის, ისე ნაყოფისათვის, ნათქვამია ჟურნალ AJPM-ში გამოქვეყნებულ სამედიცინო სტატიაში. ბოლო წლებში მეცნიერებმა აქტიურად დაიწყეს იმის შესწავლა, თუ როგორ ზემოქმედებს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი მომავალი დედებისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე. დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ, მაგალითად, დედის ჭარბი წონა მის შთამომავლობას სიმსუქნისკენ მიდრეკილებას „უპროგრამებს“, ხოლო თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღება ნაყოფის ცილოვან „შეფუთვასა“ და დნმ-ის სტრუქტურას ცვლის.აღნიშნულმა კვლევებმა წამოჭრა კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ ორსულმა დიეტა დაიცვას და როგორ უნდა გააკეთოს ეს?პასუხების მისაღებად ვან ჰორნი და მისი კოლეგები 300 ორსულის ცხოვრებას დააკვირდნენ, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ორი პრობლემა ჰქონდათ – ჭარბცხიმიანობა და სტაბილურად მაღალი წნევა. ბევრი მათგანი ორსულობამდე ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის პრეპარატებს იღებდა, თუმცა მშობიარობის შემდეგ ერთმა ნაწილმა წამლების მიღება შეწყვიტა.მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, როგორ გავლენას მოახდენდა ამ ქალების ცხოვრებასა და ნაყოფზე დიეტის დაცვა-არდაცვა, ან წამლების მიღება-არმიღება. ამისათვის მედიკოსებმა იმ ქალების სმარტფონებში, რომლებიც დიეტას იცავდნენ, სპეციალური პროგრამა ჩატვირთეს, რომელიც მათ „საბიუჯეტო კალორიების“ ჩარჩოებიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა და წნევასაც ნორმაში უნარჩუნებდა.ექიმები პერიოდულად ამოწმებდნენ მომავალ დედებს, წონიდნენ მათ, აკვირდებოდნენ ნაყოფის მდგომარეობას და უღებდნენ სისხლის სინჯებს. მშობიარობის შემდეგ ექიმებმა ორსულობისას აღებული სისხლის სინჯები შემდგომ სინჯებს შეადარეს, რათა დაედგინათ ის უარყოფითი, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა დიეტას.როგორც ანალიზმა აჩვენა:მეცნიერების აზრით, ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ დიეტები საერთო ჯამში კი არ ვნებს ორსულის ორგანიზმს, არამედ, პირიქით, აუმჯობესებს მის მდგომარეობას.მედიკოსები იმედოვნებენ, რომ წონაში კლებისა და წნევის დარეგულირების პროგრამების გავრცელება-პოპულარიზაცია შეაჩერებს ჭარბცხიმიანობის ეპიდემიას მთელ პლანეტაზე და შესამჩნევად შეამცირებს ჭარბი წონის პრობლემას ახალ თაობაში.წყარო: AJPM
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/07/282021045_67:0:1135:801_1920x0_80_0_0_23f0190a511047a8d73c83af4708f41f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ორსულობა , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ორსულობა , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. დიეტები, რომლებიც ხელს უწყობს ზედმეტი კილოგრამების მოშორებას და არეგულირებს წნევას, უსაფრთხოა როგორც ორსულის, ისე ნაყოფისათვის, ნათქვამია ჟურნალ AJPM-ში გამოქვეყნებულ სამედიცინო სტატიაში.
„ამერიკელ ქალთა დიდი ნაწილი, რომლებიც ბავშვის გაჩენას აპირებენ, ჭარბცხიმიანობითა და ჰიპერტენზიით ავადდება. ორსულობა მათ აძლევს უნიკალურ შანსს, დაიცვან ჯანსაღი დიეტა — როგორც ნაყოფის მუცლად ყოფნის პერიოდში, ისე მშობიარობის შემდეგ“, — აცხადებს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ლინდა ვან ჰორნი.
ბოლო წლებში მეცნიერებმა აქტიურად დაიწყეს იმის შესწავლა, თუ როგორ ზემოქმედებს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი მომავალი დედებისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე. დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ, მაგალითად, დედის ჭარბი წონა მის შთამომავლობას სიმსუქნისკენ მიდრეკილებას „უპროგრამებს“, ხოლო თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღება ნაყოფის ცილოვან „შეფუთვასა“ და დნმ-ის სტრუქტურას ცვლის.
აღნიშნულმა კვლევებმა წამოჭრა კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ ორსულმა დიეტა დაიცვას და როგორ უნდა გააკეთოს ეს?
პასუხების მისაღებად ვან ჰორნი და მისი კოლეგები 300 ორსულის ცხოვრებას დააკვირდნენ, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ორი პრობლემა ჰქონდათ – ჭარბცხიმიანობა და სტაბილურად მაღალი წნევა. ბევრი მათგანი ორსულობამდე ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის პრეპარატებს იღებდა, თუმცა მშობიარობის შემდეგ ერთმა ნაწილმა წამლების მიღება შეწყვიტა.
მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, როგორ გავლენას მოახდენდა ამ ქალების ცხოვრებასა და ნაყოფზე დიეტის დაცვა-არდაცვა, ან წამლების მიღება-არმიღება. ამისათვის მედიკოსებმა იმ ქალების სმარტფონებში, რომლებიც დიეტას იცავდნენ, სპეციალური პროგრამა ჩატვირთეს, რომელიც მათ „საბიუჯეტო კალორიების“ ჩარჩოებიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა და წნევასაც ნორმაში უნარჩუნებდა.
ექიმები პერიოდულად ამოწმებდნენ მომავალ დედებს, წონიდნენ მათ, აკვირდებოდნენ ნაყოფის მდგომარეობას და უღებდნენ სისხლის სინჯებს. მშობიარობის შემდეგ ექიმებმა ორსულობისას აღებული სისხლის სინჯები შემდგომ სინჯებს შეადარეს, რათა დაედგინათ ის უარყოფითი, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა დიეტას.
დიეტაზე მყოფი ქალების წონა საშუალოდ 2-3 კგ-ით ნაკლები იყო იმ ქალების წონაზე, რომლებმაც ორსულობის დადგომის შემდეგ უარი თქვეს დიეტის დაცვაზე;
თავად ბავშვების წონაში, ორგანიზმში არსებული ცხიმის წილსა და მათ განვითარებაში, ასევე მშობიარობის სირთულეში სხვაობა საერთოდ არ დაფიქსირებულა.
მეცნიერების აზრით, ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ დიეტები საერთო ჯამში კი არ ვნებს ორსულის ორგანიზმს, არამედ, პირიქით, აუმჯობესებს მის მდგომარეობას.
მედიკოსები იმედოვნებენ, რომ წონაში კლებისა და წნევის დარეგულირების პროგრამების გავრცელება-პოპულარიზაცია შეაჩერებს ჭარბცხიმიანობის ეპიდემიას მთელ პლანეტაზე და შესამჩნევად შეამცირებს ჭარბი წონის პრობლემას ახალ თაობაში.