„იაქტიურეთ" - კახა კალაძე სტუდენტებს მიმართავს

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
დაფინანსების ოდენობა დამოკიდებული იქნება სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით თბილისის მერიაში განცხადებების მიღება 6 სექტემბერს დაიწყო და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ნათქვამია მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაფინანსების მიღებას შეძლებენ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სტუდენტებს მოუწოდა, შესაბამისი დოკუმენტაცია თბილისის მერიაში დროულად წარადგინონ.

„მინდა მივმართო სტუდენტებს, ვინც ხვდებით აღნიშნულ პროგრამაში, იაქტიურეთ. დაფინანსების მისაღებად სტუდენტებმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. განცხადების შეტანა, ასევე შესაძლებელია თბილისის რაიონული გამგეობების სერვის-ცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე www.ms.gov.ge“, – განაცხადა კალაძემ.

დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები. რაც შეეხება დაფინანსების ოდენობას, ეს დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ამის გათვალისწინებით სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება სემესტრული თანხის ფარგლებში, რომელიც მაქსიმუმ 1.125 ლარია.
რაც შეეხება წარსადგენ დოკუმენტაციას, ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას სტუდენტები თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიიღებენ.
კალაძის თქმით, 2022 წელს გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და დაემატა მნიშვნელოვანი მიმართულება – მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და შშმ სტატუსის სტუდენტების სწავლის დაფინანსება.
2022 წელს მერიისგან ფინანსური მხარდაჭერა 4.555-მა სტუდენტმა მიიღო, აქედან 3.720 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, ხოლო 835 წარჩინებულ მაგისტრანტზე გაიცა თბილისის მერიის სტიპენდია.
ყველა ახალი ამბავი
0