https://sputnik-georgia.com/20230906/tirkmelkenwovani-daavadeba-bavsvebsi-281983905.html
იშვიათი ავადმყოფობა პატარა ბავშვებში: როგორ ამოვიცნოთ თირკმელკენჭოვანი დაავადება
იშვიათი ავადმყოფობა პატარა ბავშვებში: როგორ ამოვიცნოთ თირკმელკენჭოვანი დაავადება
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც ბავშვებს თირკმლებში კენჭები უჩნდებათ, მაგრამ ამას გვიან ადგენენ ხოლმე, წერს პედიატრთა... 06.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-06T16:21+0400
2023-09-06T16:21+0400
2023-09-06T20:59+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
რჩევები მშობლებს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/06/281983734_0:63:1200:738_1920x0_80_0_0_56431fe2dfd5470ad3742836cb57c70f.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც ბავშვებს თირკმლებში კენჭები უჩნდებათ, მაგრამ ამას გვიან ადგენენ ხოლმე, წერს პედიატრთა ასოციაცია (BVKJ).სპეციალისტების თქმით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ამ დროს სიმპტომები უმეტესწილად არასპეციფიკურია: პატარა ბავშვებში მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და პირღებინება, ხოლო შედარებით მოზრდილებში — ტკივილები ზურგისა და გვერდის არეებში, რაც, როგორც წესი, არ არის თირკმლებში კენჭების არსებობის სიმპტომები.გამომწვევი მიზეზებიპედიატრთა ასოციაციის მონაცემებით, თირკმელკენჭოვანი დაავადება — ნეფროლიტიაზი ძირითადად ამ დაავადებისადმი მიდრეკილ ბავშვებში იჩენს თავს. ასე რომ, თუ ოჯახის რომელიმე წევრს ეს პრობლემა აქვს, პედიატრმა აუცილებლად უნდა იცოდეს ამის შესახებ.სტატისტიკური მონაცემებით, რისკის ჯგუფში ძირითადად ახალშობილობის ასაკიდან 11 წლამდე ასაკის ბიჭები შედიან.სპეციალისტების თქმით, თირკმელკენჭოვანი დაავადება ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს:გარდა ამისა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნაწლავების ანთებითი დაავადებები თუ შარდსადენი გზების ინფექციები (უფრო ხშირად) ასევე შეიძლება გახდეს თირკმლებში კენჭების წარმოქმნის ხელშემწყობი.სიმპტომებიროგორ შეიძლება დავადგინოთ, რომ პატარას თირკმლის ტკივილი აწუხებს:გახსოვდეთ: 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშებში თირკმელკენჭოვანი დაავადებით გამოწვეული ტკივილები შეიძლება არც შეინიშნებოდეს, ან ძალიან სუსტად იყოს გამოხატული.მკურნალობაექიმები თირკმელკენჭოვანი დაავადების მკურნალობისას თავდაპირველად ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ კენჭი თავისით „გაქრეს“, რისთვისაც ბავშვს დიდი რაოდენობით სითხის მიღებას უნიშნავენ. აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება სამკურნალო პრეპარატები.თუ მეთოდები არასაკმარისი გამოდგა, მაშინ კენჭს ულტრაბგერითი ზემოქმედებით, ან ქირურგიული ოპერაციის გზით აშორებენ.რეციდივის პროფილაქტიკაიმ შემთხვევაში, თუ ბავშვს თირკმელკენჭოვანი დაავადება დაუდასტურდა, ექიმები რეციდივის (გამეორება) თავიდან ასარიდებლად პატარის კვებისას შემდეგი რეკომენდაციების დაცვას გვირჩევენ:გახსოვდეთ: თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია! ამას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/06/281983734_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_b2d36ec68a7294af7218b66ddf3c99f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, რჩევები მშობლებს
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, რჩევები მშობლებს
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც ბავშვებს თირკმლებში კენჭები უჩნდებათ, მაგრამ ამას გვიან ადგენენ ხოლმე, წერს პედიატრთა ასოციაცია (BVKJ).
სპეციალისტების თქმით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ამ დროს სიმპტომები უმეტესწილად არასპეციფიკურია: პატარა ბავშვებში მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და პირღებინება, ხოლო შედარებით მოზრდილებში — ტკივილები ზურგისა და გვერდის არეებში, რაც, როგორც წესი, არ არის თირკმლებში კენჭების არსებობის სიმპტომები.
პედიატრთა ასოციაციის მონაცემებით, თირკმელკენჭოვანი დაავადება — ნეფროლიტიაზი ძირითადად ამ დაავადებისადმი მიდრეკილ ბავშვებში იჩენს თავს. ასე რომ, თუ ოჯახის რომელიმე წევრს ეს პრობლემა აქვს, პედიატრმა აუცილებლად უნდა იცოდეს ამის შესახებ.
სტატისტიკური მონაცემებით, რისკის ჯგუფში ძირითადად ახალშობილობის ასაკიდან 11 წლამდე ასაკის ბიჭები შედიან.
სპეციალისტების თქმით, თირკმელკენჭოვანი დაავადება ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს:
ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანმა დისბალანსმა;
არასაკმარისი რაოდენობით წყლის სმამ;
მოზარდობის პერიოდში ჰორმონალურმა დარღვევებმა;
ურინას მახასიათებლის შეცვლამ;
ორგანიზმში კალციუმის, ვიტამინ В-ს ჭარბმა რაოდენობამ;
გარდა ამისა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნაწლავების ანთებითი დაავადებები თუ შარდსადენი გზების ინფექციები (უფრო ხშირად) ასევე შეიძლება გახდეს თირკმლებში კენჭების წარმოქმნის ხელშემწყობი.
როგორ შეიძლება დავადგინოთ, რომ პატარას თირკმლის ტკივილი აწუხებს:
ბავშვი, ცდილობს რა თავი დააღწიოს ტკივილს, გამუდმებით წრიალებს საწოლში და გვერდს იცვლის, შფოთავს;
სხეულის ტემპერატურა აწეული აქვს;
შარდში შეინიშნება სისხლი;
ტკივილი თავს იჩენს არა მარტო წელის, არამედ საზარდულის არეში, მუცელსა და სასქესო ორგანოში;
ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს ვეგეტატიური დარღვევებიც გულისრევის, პირღებინების, ძლიერი ოფლდენის სახით.
გახსოვდეთ: 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშებში თირკმელკენჭოვანი დაავადებით გამოწვეული ტკივილები შეიძლება არც შეინიშნებოდეს, ან ძალიან სუსტად იყოს გამოხატული.
ექიმები თირკმელკენჭოვანი დაავადების მკურნალობისას თავდაპირველად ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ კენჭი თავისით „გაქრეს“, რისთვისაც ბავშვს დიდი რაოდენობით სითხის მიღებას უნიშნავენ.
აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება სამკურნალო პრეპარატები.
თუ მეთოდები არასაკმარისი გამოდგა, მაშინ კენჭს ულტრაბგერითი ზემოქმედებით, ან ქირურგიული ოპერაციის გზით აშორებენ.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს თირკმელკენჭოვანი დაავადება დაუდასტურდა, ექიმები რეციდივის (გამეორება) თავიდან ასარიდებლად პატარის კვებისას შემდეგი რეკომენდაციების დაცვას გვირჩევენ:
ბალანსირებულად კვებეთ ბავშვი ხშირად და მცირე ულუფებით;
უარი თქვით მარილსა და ცხარე სანელებლებზე;
გააძლიერეთ სითხის მიღების რეჟიმი — საჭირო ნორმა დაადგინეთ ექიმთან.
გახსოვდეთ: თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია! ამას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს.