https://sputnik-georgia.com/20230906/ruset-ukrainis-konfliqti-281985922.html
მიმოხილვა: ასეთს არ ელოდნენ - დასავლეთმა „ლეოპარდების“ დანაკარგები შეაფასა
მიმოხილვა: ასეთს არ ელოდნენ - დასავლეთმა „ლეოპარდების“ დანაკარგები შეაფასა
Sputnik საქართველო
მიუხედავად ამერიკული და ევროპული შეიარაღების საუკეთესო ნიმუშების მიწოდებისა, უკრაინამ კონტრშეტევა ჩააგდო. განადგურებული ტექნიკის კადრები მტკივნეულად ურტყამს... 06.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-06T14:31+0400
2023-09-06T14:31+0400
2023-09-06T19:20+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/13/278696571_0:0:1341:754_1920x0_80_0_0_c420333b85792321f4ee12465dbaa6e0.jpg
მიუხედავად ამერიკული და ევროპული შეიარაღების საუკეთესო ნიმუშების მიწოდებისა, უკრაინამ კონტრშეტევა ჩააგდო. განადგურებული ტექნიკის კადრები მტკივნეულად ურტყამს დასავლეთის იარაღის მწარმოებელი კომპანიების რეპუტაციას, მიაჩნია რია ნოვოსტის მიმომხილველ ვიქტორ ჟდანოვს.გაზრდილი მოლოდინებიკონცერნ Rheinmetall-ის ტანკმა Leopard 2 ვერ გაამართლა „იარაღი სასწაულის" სტატუსი. როგორც გერმანული მედია წერს, კომპანიას, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას საერთაშორისო ბაზარზე. 2023 წლის დასაწყისში ტექნიკის მიღების შემდეგ კიევი და მისი მოკავშირეები კონფლიქტის თავის სასარგებლოდ გარდატეხას ელოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ამასთან Rheinmetall-მა თავი არასანდო პარტნიორად წარმოაჩინა — არაერთხელ დაარღვია გრაფიკი და შეაყოვნა მიწოდება.უფრო მეტიც, რუსული ჯარები წარმატებით უმკლავდებიან „ლეოპარდებს". ოფიციალური უკრაინული მონაცემებით, ივნისიდან დღემდე შეპირებული ტანკების მთელი მოცულობის 10%-ზე მეტია მწყობრიდან გამოყვანილი. რეალური რიცხვი, დიდი ალბათობით, მეტია. წლის ბოლომდე კიევს 71 მანქანა უნდა გადაეცეს. ჯერჯერობით უკრაინის არმიამ მხოლოდ 54 ერთეული მიიღო — განადგურებულების ჩათვლით.მწყობრიდან გამოსული „ლეოპარდები“ შესაძლოა „აბრამსებით“ ჩაანაცვლონ. პირველი ათეული სექტემბრის შუა რიცხვებში ჩავა უკრაინაში. თუმცა, დასავლელი მრჩეველები კიევს მათ გამოყენებას არ ურჩევენ, რადგან გერმანული ანალოგები, როგორც აღმოჩნდა, ძალიან დაუცველია ბრძოლის ველზე.The Wall Street Journal-ის თანახმად, იმ სიჩქარით, რომლითაც უკრაინის სამხედრო ძალები მიღებულ ტექნიკას კარგავენ, გაოცებულია არა მხოლოდ კიევის ხელისუფლება, არამედ მათი მოკავშირეებიც.ამავე დროს Rheinmetall-ის ხელმძღვანელმა არმინ პაპპერგერმა განაცხადა, რომ დასავლეთი მზად არ არის უკრაინაში ტრადიციული შეიარაღების გამოყენებით საბრძოლო მოქმედებებისთვის. მარაგები სწრაფად იწურება. ტანკების არსენალის შესავსებად მინიმუმ შვიდი წელია საჭირო. ამჟამად კომპანიის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მომავალში ევროპისთვის 800 ახალი ტანკის წარმოებას შეძლებს. თუმცა, თუ „ლეოპარდებზე" მოთხოვნა დაეცემა, კონცერნს უზარმაზარი დანაკარგები ელოდება.„პანტერები“ „ლეოპარდების“ წინააღმდეგკონფლიქტის ზონა დასავლეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის კონკურენციის ერთგვარი პოლიგონი და არენა გახდა. მაგალითად, „ლეოპარდებს" უპირისპირდება ბრიტანული ტანკი Challenger 2 BAE Systems. იანვარში დიდმა ბრიტანეთმა აიღო ვალდებულება, რომ კიევს 28 ტანკს მიაწვდიდა. ცნობილია, რომ „ჩელენჯერები" უკვე გამოიყენება საბრძოლო მოქმედებებში. ერთი მათგანი ახლახან ზაპოროჟიეს ოლქში დაწვეს.დასავლური ტექნიკის სერიოზული კონკურენტი შეიძლება გახდეს სამხრეთ კორეული K2 „შავი პანტერა". სეული არ აძლევს კიევს ლეტალურ იარაღს, მაგრამ პოლონეთს 28 „პანტერა" აქვს, რაც მათ უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩენას არ გამორიცხავს.სულ ვარშავა სამხრეთ კორეისგან ათასი ტანკის შეძენას გეგმავს 2026 წლისთვის. ისინი მთლიანად ჩაანაცვლებენ უკრაინისთვის გადაცემულ „ლეოპარდებს".ამასობაში BAE Systems კონფლიქტიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობს. კომპანიის ფილიალი ახლა უკრაინაში მუშაობს. გენერალური დირექტორი ჩარლზ ვუდბერნი ზელენსკის წარმოების ლოკალიზაციის, რემონტისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდების თაობაზე შეუთანხმდა. კიევს საარტილერიო სისტემა L119-ისა და M777-ის, ასევე ქვეითთა ჯავშანმანქანა CV90-ის გამოშვების იმედი აქვს.გარდა ამისა, Rheinmetall-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კონცერნი მზად არის, უკრაინაში ტანკების ტექნიკური მომსახურება და აწყობა დაიწყოს. გერმანიაში უკვე გაწვრთნეს 12 უკრაინელი სპეციალისტი.ამასთან, Politico-ს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის სამხედრო-სამრეწველო სექტორი საკუთარი ბაზრიდან განდევნის შიშით უკრაინის სწრაფი გამარჯვებითაა დაინტერესებული. წარმოების ზრდის მიუხედავად, ევროკავშირს არ აქვს შესაძლებლობა, რომ გაჭიანურებულ კონფლიქტს გაუძლოს.ვის აწყობს?„ნებისმიერი კონფლიქტი — შეიარაღების შესაძლებლობების დემონსტრირებაა", — აღნიშნა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას სამხედრო ექსპერტმა ალექსეი ლეონკოვმა.მისი თქმით, შედეგი უცხოური ტექნიკის სასარგებლო არ არის: „შეუღწევადი ტანკები არ არსებობს. დასავლური რეკლამა გამარჯვებულების „სასწაული იარაღის" შესახებ ილუზიას ქმნიდა. სპეცოპერაციამ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა".მისი აზრით, „ლეოპარდების" განადგურება Rheinmetall-ის აქციების ვარდნის მიზეზი გახდა. ეს ამერიკულ კომპანიებს აწყობთ, რომლებიც მოგვიანებით იაფად შეიძენენ მთელ კონცერნს, ან მის ნაწილს. ახლა აშშ საკუთარ სამრეწველო სივრცეებს უწევს რეკლამას, რათა ევროპელმა მწარმოებლებმა ოკეანის მიღმა გადაინაცვლონ.ექსპერტს მიაჩნია, რომ სამხრეთ კორეულ „შავ პანტერასაც" სკეპტიკურად უნდა მოვეკიდოთ.დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტი ვლადიმირ ევსეევი დარწმუნებულია, რომ დასავლური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რეპუტაციული დანაკარგები უკვე საკმაოდ სერიოზულია.რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ამ სიტუაციაში, ევსეევის აზრით, მათ ევროპელებისთვის საკუთარი შეიარაღების თავსმოხვევის საშუალება გაუჩნდათ. „ლეოპარდებისა“ და „ჩელენჯერების“ განადგურების გამო თავდაცვითი საწარმოები ზარალს განიცდიან, ხოლო ვაშინგტონი მოკავშირეებს „აბრამსებს“ მიჰყიდის.ასე რომ, სარგებლის მთავარ მიმღებად ამერიკული სამრეწველო კომპლექსი რჩება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/13/278696571_0:0:1005:754_1920x0_80_0_0_6516b1112ecacd977f0296a2af889fe1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მიუხედავად ამერიკული და ევროპული შეიარაღების საუკეთესო ნიმუშების მიწოდებისა, უკრაინამ კონტრშეტევა ჩააგდო. განადგურებული ტექნიკის კადრები მტკივნეულად ურტყამს დასავლეთის იარაღის მწარმოებელი კომპანიების რეპუტაციას, მიაჩნია რია ნოვოსტის მიმომხილველ ვიქტორ ჟდანოვს. კონცერნ Rheinmetall-ის ტანკმა Leopard 2 ვერ გაამართლა „იარაღი სასწაულის" სტატუსი. როგორც გერმანული მედია წერს, კომპანიას, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას საერთაშორისო ბაზარზე. 2023 წლის დასაწყისში ტექნიკის მიღების შემდეგ კიევი და მისი მოკავშირეები კონფლიქტის თავის სასარგებლოდ გარდატეხას ელოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ამასთან Rheinmetall-მა თავი არასანდო პარტნიორად წარმოაჩინა — არაერთხელ დაარღვია გრაფიკი და შეაყოვნა მიწოდება.
უფრო მეტიც, რუსული ჯარები წარმატებით უმკლავდებიან „ლეოპარდებს". ოფიციალური უკრაინული მონაცემებით, ივნისიდან დღემდე შეპირებული ტანკების მთელი მოცულობის 10%-ზე მეტია მწყობრიდან გამოყვანილი. რეალური რიცხვი, დიდი ალბათობით, მეტია. წლის ბოლომდე კიევს 71 მანქანა უნდა გადაეცეს. ჯერჯერობით უკრაინის არმიამ მხოლოდ 54 ერთეული მიიღო — განადგურებულების ჩათვლით.
მწყობრიდან გამოსული „ლეოპარდები“ შესაძლოა „აბრამსებით“ ჩაანაცვლონ. პირველი ათეული სექტემბრის შუა რიცხვებში ჩავა უკრაინაში. თუმცა, დასავლელი მრჩეველები კიევს მათ გამოყენებას არ ურჩევენ, რადგან გერმანული ანალოგები, როგორც აღმოჩნდა, ძალიან დაუცველია ბრძოლის ველზე.
The Wall Street Journal-ის თანახმად, იმ სიჩქარით, რომლითაც უკრაინის სამხედრო ძალები მიღებულ ტექნიკას კარგავენ, გაოცებულია არა მხოლოდ კიევის ხელისუფლება, არამედ მათი მოკავშირეებიც.
ამავე დროს Rheinmetall-ის ხელმძღვანელმა არმინ პაპპერგერმა განაცხადა, რომ დასავლეთი მზად არ არის უკრაინაში ტრადიციული შეიარაღების გამოყენებით საბრძოლო მოქმედებებისთვის. მარაგები სწრაფად იწურება. ტანკების არსენალის შესავსებად მინიმუმ შვიდი წელია საჭირო. ამჟამად კომპანიის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მომავალში ევროპისთვის 800 ახალი ტანკის წარმოებას შეძლებს. თუმცა, თუ „ლეოპარდებზე" მოთხოვნა დაეცემა, კონცერნს უზარმაზარი დანაკარგები ელოდება.
„პანტერები“ „ლეოპარდების“ წინააღმდეგ
კონფლიქტის ზონა დასავლეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის კონკურენციის ერთგვარი პოლიგონი და არენა გახდა. მაგალითად, „ლეოპარდებს" უპირისპირდება ბრიტანული ტანკი Challenger 2 BAE Systems. იანვარში დიდმა ბრიტანეთმა აიღო ვალდებულება, რომ კიევს 28 ტანკს მიაწვდიდა. ცნობილია, რომ „ჩელენჯერები" უკვე გამოიყენება საბრძოლო მოქმედებებში. ერთი მათგანი ახლახან ზაპოროჟიეს ოლქში დაწვეს.
დასავლური ტექნიკის სერიოზული კონკურენტი შეიძლება გახდეს სამხრეთ კორეული K2 „შავი პანტერა". სეული არ აძლევს კიევს ლეტალურ იარაღს, მაგრამ პოლონეთს 28 „პანტერა" აქვს, რაც მათ უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩენას არ გამორიცხავს.
სულ ვარშავა სამხრეთ კორეისგან ათასი ტანკის შეძენას გეგმავს 2026 წლისთვის. ისინი მთლიანად ჩაანაცვლებენ უკრაინისთვის გადაცემულ „ლეოპარდებს".
ამასობაში BAE Systems კონფლიქტიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობს. კომპანიის ფილიალი ახლა უკრაინაში მუშაობს. გენერალური დირექტორი ჩარლზ ვუდბერნი ზელენსკის წარმოების ლოკალიზაციის, რემონტისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდების თაობაზე შეუთანხმდა. კიევს საარტილერიო სისტემა L119-ისა და M777-ის, ასევე ქვეითთა ჯავშანმანქანა CV90-ის გამოშვების იმედი აქვს.
გარდა ამისა, Rheinmetall-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კონცერნი მზად არის, უკრაინაში ტანკების ტექნიკური მომსახურება და აწყობა დაიწყოს. გერმანიაში უკვე გაწვრთნეს 12 უკრაინელი სპეციალისტი.
„ეს შეიძლება სწრაფად მოხდეს, იქ საბჭოეთის დროინდელი ბევრი კარგად აღჭურვილი სატანკო ქარხანაა", — განმარტა მან.
ამასთან, Politico-ს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის სამხედრო-სამრეწველო სექტორი საკუთარი ბაზრიდან განდევნის შიშით უკრაინის სწრაფი გამარჯვებითაა დაინტერესებული. წარმოების ზრდის მიუხედავად, ევროკავშირს არ აქვს შესაძლებლობა, რომ გაჭიანურებულ კონფლიქტს გაუძლოს.
„ნებისმიერი კონფლიქტი — შეიარაღების შესაძლებლობების დემონსტრირებაა", — აღნიშნა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას სამხედრო ექსპერტმა ალექსეი ლეონკოვმა.
მისი თქმით, შედეგი უცხოური ტექნიკის სასარგებლო არ არის: „შეუღწევადი ტანკები არ არსებობს. დასავლური რეკლამა გამარჯვებულების „სასწაული იარაღის" შესახებ ილუზიას ქმნიდა. სპეცოპერაციამ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა".
მისი აზრით, „ლეოპარდების" განადგურება Rheinmetall-ის აქციების ვარდნის მიზეზი გახდა. ეს ამერიკულ კომპანიებს აწყობთ, რომლებიც მოგვიანებით იაფად შეიძენენ მთელ კონცერნს, ან მის ნაწილს. ახლა აშშ საკუთარ სამრეწველო სივრცეებს უწევს რეკლამას, რათა ევროპელმა მწარმოებლებმა ოკეანის მიღმა გადაინაცვლონ.
ექსპერტს მიაჩნია, რომ სამხრეთ კორეულ „შავ პანტერასაც" სკეპტიკურად უნდა მოვეკიდოთ.
„ტანკი ელექტრონიკით არის გატენილი. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ბრძოლის ველზე უპირატესობას იძლევა. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი: მანქანას არ მიუღია მონაწილეობა ბრძოლებში. პოლიგონზე ერთი პირობებია, რეალურ ბრძოლაში კი — სულ სხვა", — ხაზს უსვამს ლეონკოვი.
დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტი ვლადიმირ ევსეევი დარწმუნებულია, რომ დასავლური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რეპუტაციული დანაკარგები უკვე საკმაოდ სერიოზულია.
„პირველ რიგში ეს ეხება იარაღის ევროპელ მწარმოებლებს, კერძოდ გერმანელებს. „ლეოპარდები" შეიძლება საერთოდ აღარ იყიდონ. ისინი ბევრი დაიწვა და ეს ყველამ ნახა“, — ამბობს ევსეევი.
რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ამ სიტუაციაში, ევსეევის აზრით, მათ ევროპელებისთვის საკუთარი შეიარაღების თავსმოხვევის საშუალება გაუჩნდათ. „ლეოპარდებისა“ და „ჩელენჯერების“ განადგურების გამო თავდაცვითი საწარმოები ზარალს განიცდიან, ხოლო ვაშინგტონი მოკავშირეებს „აბრამსებს“ მიჰყიდის.
ასე რომ, სარგებლის მთავარ მიმღებად ამერიკული სამრეწველო კომპლექსი რჩება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე