https://sputnik-georgia.com/20230906/komentari-somxet-amerikis-samxedro-wvrtnebze-281987669.html
კრემლში სომხურ-ამერიკულ სამხედრო წვრთნებზე კომენტარი გააკეთეს
კრემლში სომხურ-ამერიკულ სამხედრო წვრთნებზე კომენტარი გააკეთეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. კრემლი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთის გეგმებს, რომელიც სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან... 06.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-06T17:00+0400
2023-09-06T17:00+0400
2023-09-06T21:07+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
სომხეთი
პოლიტიკა
სამხედრო წვრთნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279748039_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_2921accedc391cb675b83e88636a24be.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. კრემლი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთის გეგმებს, რომელიც სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.იმის თაობაზე, რომ სომხეთის სამშვიდობო ძალები 11-20 სექტემბერს ამერიკულ დანაყოფებთან ერთად ჩაატარებენ სწავლებას Eagle Partner-2023, დღეს გახდა ცნობილი. ამის შესახებ რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. მანევრების მთავარი მიზანი ოპერატიული თავსებადობის გაზრდა და გამოცდილების გაცვლაა.აღსანიშნავია, რომ სომხურ-ამერიკული წვრთნები მოსკოვსა და ერევანს შორის რთული ურთიერთობების პირობებში გაიმართება. გასულ კვირაში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იტალიურ გაზეთ Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთის „99,9%-ით რუსეთზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა“, და რომ რუსეთი თავად გადის კავკასიიდან.მოგვიანებით ინტერვიუს პესკოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, კრემლი ვერ დაეთანხმება სომხეთის ლიდერის თეზისს, ვინაიდან „რუსეთი ამ რეგიონის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია და <...> რუსეთი არ წავა სომხეთიდან". ამასთან აღსანიშნავია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო წვრთნებზე, რომელიც ამ დროისათვის ბელარუსში მიმდინარეობს, სომხეთს თავისი სამხედროები არ გაუგზავნია — მიუხედავად იმისა, რომ ის ორგანიზაციის წევრია.
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279748039_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_4224188ef3fa9319466ea48e3bfa72af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, სომხეთი, პოლიტიკა, სამხედრო წვრთნები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, სომხეთი, პოლიტიკა, სამხედრო წვრთნები
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. კრემლი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთის გეგმებს, რომელიც სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„სწავლებასთან დაკავშირებით: რა თქმა უნდა, ასეთი ახალი ამბავი სიფხიზლეს იწვევს, განსაკუთრებით, ამჟამინდელ სიტუაციაში. ამიტომ ამ ინფორმაციას ღრმად გავაანალიზებთ და თვალს მივადევნებთ სიტუაციას", — თქვა მან.
იმის თაობაზე, რომ სომხეთის სამშვიდობო ძალები 11-20 სექტემბერს ამერიკულ დანაყოფებთან ერთად ჩაატარებენ სწავლებას Eagle Partner-2023, დღეს გახდა ცნობილი. ამის შესახებ რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. მანევრების მთავარი მიზანი ოპერატიული თავსებადობის გაზრდა და გამოცდილების გაცვლაა.
აღსანიშნავია, რომ სომხურ-ამერიკული წვრთნები მოსკოვსა და ერევანს შორის რთული ურთიერთობების პირობებში გაიმართება. გასულ კვირაში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იტალიურ გაზეთ Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთის „99,9%-ით რუსეთზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა“, და რომ რუსეთი თავად გადის კავკასიიდან.
მოგვიანებით ინტერვიუს პესკოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, კრემლი ვერ დაეთანხმება სომხეთის ლიდერის თეზისს, ვინაიდან „რუსეთი ამ რეგიონის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია და <...> რუსეთი არ წავა სომხეთიდან".
ამასთან აღსანიშნავია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო წვრთნებზე, რომელიც ამ დროისათვის ბელარუსში მიმდინარეობს, სომხეთს თავისი სამხედროები არ გაუგზავნია — მიუხედავად იმისა, რომ ის ორგანიზაციის წევრია.