გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

© Ministry of Environment Protection and Agricultureგორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2023
გამოწერა
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან.
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გორში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებული რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საკოორდინაციო შტაბი გახსნა და პირველი სამუშაო თათბირი ჩაატარა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ვაშლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელია 120 ათასი ტონა, საიდანაც 50 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლი იქნება.

„ჩვენ წლებია ვეხმარებით ფერმერებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის არის ვაშლი, რომლის მოსავლის აღების პროცესი უკვე იწყება. როგორც გასულ წელს, წელსაც მთავრობის გადაწყვეტილებით ისეთ ვაშლზე, რომლის ბაზარზე რეალიზაცია ვერ განხორციელდება, გავცემთ სუბსიდიას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შამუგიას ინფორმაციით, 2022 წელს სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 70 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა, ფერმერებმა კი ამ გზით დაახლოებით 20 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს.
„მნიშვნელოვანია, რომ მათ არასტანდარტული ვაშლისგან დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ“, – განაცხადა მინისტრმა.
მთავრობა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას 2023 წელსაც განახორციელებს.
საქართველოს მთავრობა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებას წელსაც გეგმავს >>
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან. სახელმწიფო პროგრამაში 20-მდე საწარმო ჩაერთვება.
ხილის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტში, ვალდებული იქნებიან საკოორდინაციო შტაბში ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია.
სამუშაო შეხვედრას გორში ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვაშლის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები და საკოორდინაციო შტაბში დასაქმებული ადგილობრივი ახალგაზრდები.
საკოორდინაციო შტაბში 40-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდა.
ყველა ახალი ამბავი
0