https://sputnik-georgia.com/20230906/bornis-ekipajma-mgzavri-zrvasi-caagdo-281971639.html
ყველა დაკავებულია: ბორნის ეკიპაჟმა მგზავრი ზღვაში ჩააგდო და მოკლა - შემზარავი ვიდეო
ყველა დაკავებულია: ბორნის ეკიპაჟმა მგზავრი ზღვაში ჩააგდო და მოკლა - შემზარავი ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ბორან Blue Horizon-ის ეკიპაჟის ორმა წევრმა ახალგაზრდა მამაკაცი პლატფორმიდან ხელისკვრით გადააგდო წყალში, რის შემდეგაც ის... 06.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-06T09:11+0400
2023-09-06T09:11+0400
2023-09-06T16:04+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
შემთხვევები
საბერძნეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0d/248955998_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_981011e5143011975408aa6a22559e31.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ბორან Blue Horizon-ის ეკიპაჟის ორმა წევრმა ახალგაზრდა მამაკაცი პლატფორმიდან ხელისკვრით გადააგდო წყალში, რის შემდეგაც ის ხომალდის პროპელერმა ჩაითრია და მოკლა, იუწყება პორტალი ProtoThema.შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც საბერძნეთში, პირეოსიდან ირაკლიონისკენ მიმავალ ბორანზე მოხდა, სოციალური ქსელებით გავრცელდა.ვიდეოში ჩანს, რომ დაგვიანებული მგზავრი (როგორც შემდეგ დადგინდა, 36 წლის მამაკაცი) გასამგზავრებლად გამზადებული ბორნის პლატფორმაზე არბის, მაგრამ ეკიპაჟის ორი წევრი ხელისკვრით აგდებს მას ნაპირისკენ. მამაკაცი კვლავ ცდილობს ხომალდზე ასვლას, მაგრამ ორი მეზღვაური ისევ ხელისკვრით იცილებს მას თავიდან და სწორედ ამ დროს ვარდება ის წყალში.ამ დროისათვის ბორნის კაპიტანი და ეკიპაჟის ყველა წევრი დაკავებულია.გავრცელებული ინფორმაციით, ბორანი უდიდეს ბერძნულ საბორნე კომპანია Blue Star Ferries-ს ეკუთვნის, რომელიც, თავის მხრივ, სატრანსპორტო კომპანია Attica Group-ში შედის.პორტალის ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელობას, რომელმაც „გამაცოფებელი“ ვიდეო იხილა, „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, შეცვალოს ბორნის კაპიტანი და მთელი ეკიპაჟი“.წყარო: ProtoThema
საბერძნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0d/248955998_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_f5a814efa45cd55a519ebd7bc0030510.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, შემთხვევები, საბერძნეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, შემთხვევები, საბერძნეთი
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ბორან Blue Horizon-ის ეკიპაჟის ორმა წევრმა ახალგაზრდა მამაკაცი პლატფორმიდან ხელისკვრით გადააგდო წყალში, რის შემდეგაც ის ხომალდის პროპელერმა ჩაითრია და მოკლა, იუწყება პორტალი ProtoThema.
შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც საბერძნეთში, პირეოსიდან ირაკლიონისკენ მიმავალ ბორანზე მოხდა, სოციალური ქსელებით გავრცელდა.
ვიდეოში ჩანს, რომ დაგვიანებული მგზავრი (როგორც შემდეგ დადგინდა, 36 წლის მამაკაცი) გასამგზავრებლად გამზადებული ბორნის პლატფორმაზე არბის, მაგრამ ეკიპაჟის ორი წევრი ხელისკვრით აგდებს მას ნაპირისკენ. მამაკაცი კვლავ ცდილობს ხომალდზე ასვლას, მაგრამ ორი მეზღვაური ისევ ხელისკვრით იცილებს მას თავიდან და სწორედ ამ დროს ვარდება ის წყალში.
„მამაკაცის ძალისხმევა ამაოა. ეკიპაჟის ორმა ტანმსხვილმა წევრმა მისი გადაგდება მოახერხა. მამაკაცმა წონასწორობა დაკარგა და ზღვაში ჩავარდა — დიდი სამგზავრო ბორნის მომუშავე მთავარი ძრავების ქვეშ“, — აკომენტარებს პორტალი ვიდეოზე ასახულ კადრებს.
ამ დროისათვის ბორნის კაპიტანი და ეკიპაჟის ყველა წევრი დაკავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორანი უდიდეს ბერძნულ საბორნე კომპანია Blue Star Ferries-ს ეკუთვნის, რომელიც, თავის მხრივ, სატრანსპორტო კომპანია Attica Group-ში შედის.
პორტალის ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელობას, რომელმაც „გამაცოფებელი“ ვიდეო იხილა, „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, შეცვალოს ბორნის კაპიტანი და მთელი ეკიპაჟი“.