ცნობილი ბელგიური ჯგუფი Oscar and the Wolf თბილისში კონცერტს გამართავს

© courtesy of Oscar And The WolfOscar and the Wolf
Oscar and the Wolf  - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2023
გამოწერა
ჯგუფი თბილისში კონცერტს უკვე მესამედ გამართავს.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ბელგიური ელექტრო-პოპ-ჯგუფი Oscar and the Wolf ქართველი მსმენელის წინაშე 6 ოქტომბერს წარდგება, მუსიკოსების კონცერტი თბილისურ კლუბ MONO HALL-ში გაიმართება.
ჯგუფი Oscar and the Wolf 2010 წელს დაარსდა და იმავე წელს გამოუშვა ორი მინიალბომი. თუმცა ჯგუფმა ნამდვილი პოპულარობა ოთხი წლის შემდეგ მოიპოვა ალბომის Entity („არსება") წყალობით. ალბომში შევიდა ჰიტები Princes, Undress და Strange Entity. 2014 წლის ალბომი ბელგიის საუკეთესო დებიუტად აღიარეს.
ჯგუფში შედიან მუსიკოსები: მაქს კოლომბი (ვოკალი), ოზან ბოზდაგი (ბას-გიტარა), ჯასპერ ბულინკი (გიტარა) და კლაუდიო არდუინი (დასარტყამი).
ბელგიური ჯგუფი თბილისში კონცერტს მესამედ მართავს. მანამდე მუსიკოსები ქართველი მსმენელის წინაშე 2018 და 2019 წლებში წარდგნენ.
ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტზე დასწრების მსურველთათვის იმოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა 16+.
ყველა ახალი ამბავი
0