თუშეთში უცხოელი ტურისტი დაიღუპა

© courtesy of Faig Huseynovთუშეთი
თუშეთი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2023
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. თუშეთში უცხოელი ტურისტი დაიღუპა, რომელიც მოტოციკლით გადააადგილდებოდა და სიმაღლიდან გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ომალოდან ფშავის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ხევში გადავარდა.
მომხდარ ფაქტს გარდაცვლილის მეგობრები შეესწრნენ და სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისათვის ცხედარი ხევიდან ამოსვენებულია და მიმდინარეობს მისი იდენტიფიცირებისთვის საჭირო პროცედურები.
ყველა ახალი ამბავი
0