ბიზნესის ყველაზე შემოსავლიანი სფეროები საქართველოში - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerტანსაცმლის მაღაზია
ტანსაცმლის მაღაზია - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ბიზნეს-სექტორის ბრუნვის დიდი ნაწილი მსხვილ ბიზნესზე მოდის.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიზნეს-სექტორის ბრუნვის მოცულობამ 48 მლრდ ლარი (+15,2%) შეადგინა, პირველ ადგილზე ვაჭრობის სექტორი (ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) აღმოჩნდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ბიზნეს-სექტორის ბრუნვა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით

საქმიანობის სახეები

ბრუნვა, მლნ ლარი

ცვლილება, %

საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი

18.184,0

+13,3

ხელოვნება, გართობა, დასვენება

14.924,6

+27,8

გადამამუშავებელი მრეწველობა

3.792,4

-11,7

მშენებლობა

3.008,0

+26,2

ტრანსპორტი და დასაწყობება

2.252,5

+1,7

უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორის ბრუნვის მოცულობის 63,8% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15,2% – საშუალოზე, ხოლო 21% – მცირე ბიზნესზე.
2023 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 737,7 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6,1%-ით მეტია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42,9% ქალია, ხოლო 57,1% – მამაკაცი.
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა საშუალოთვიურმა ხელფასმა 1.914,7 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 289 ლარით მეტია.
მათ შორის ქალების ხელფასმა 1.482,4 ლარი შეადგინა, რაც 215,4 ლარით მეტია 2022 წლის აპრილი-ივნისის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0