როგორ დავთრგუნოთ სტრესი საკვებით: დიეტოლოგის რჩევა

  - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ადამიანების დიდი ნაწილი ირწმუნება, რომ ნერვული დაძაბულობის დროს მდგომარეობა უმსუბუქდებათ, თუ რაღაც გემრიელს მიირთმევენ, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და ნორმალური მოვლენაა, აცხადებენ დიეტოლოგები.
მათი თქმით, მთავარია, ადამიანმა იცოდეს, როგორ უნდა დაძლიოს სტრესი საკვებით სწორად და ამასთან შესაფერისი პროდუქტებიც შეარჩიოს.
როგორც ექიმები ამბობენ, ეს აუცილებლად სტრესში მყოფის საყვარელი პროდუქტი უნდა იყოს და არა უბრალოდ საჭმელი.

„ისეთი პროდუქტები უნდა აირჩიოთ, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ. მაგალითად, თუ შოკოლადი გიყვართ, შეგიძლიათ მიირთვათ პატარა ნაჭერი და გუნება-განწყობა გაგიუმჯობესდებათ. ერთადერთი, რაც უნდა გააცნობიეროთ, არის შეზღუდვა: ეს უნდა იყოს სიამოვნება და არა ყოველდღიური საკვები“, — ამბობენ დიეტოლოგები.

ამასთან ისინი ხაზს უსვამენ, რომ საყვარელი საკვები პრობლემას კი არ აღმოფხვრის, არამედ მხოლოდ დროებით შეამსუბუქებს მდგომარეობას. შესაბამისად, მარტო საკვების მეშვეობით, თუნდაც ძალიან სწორად იკვებებოდეთ, სტრესს თავს ვერ დააღწევთ.
სწორედ ამიტომ ამ „წამლის“ დოზის გაზრდა უსარგებლოა და, უფრო მეტიც, საზიანოცაა, თუ საქმე ტკბილეულს ეხება. საქმე ისაა, რომ ეს ძველ პრობლემებს ახალს დაუმატებს და სტრესი შეიძლება ქრონიკულ მდგომარეობაში გადაიზარდოს.
ყველა ახალი ამბავი
0