https://sputnik-georgia.com/20230905/rkinadeficitis-6-seuswavleli-simptomi-driuri-dozebi-asakis-mixedvit-281956919.html
რკინადეფიციტის ექვსი შეუსწავლელი სიმპტომი: დასახელდა დღიური დოზები ასაკის მიხედვით
რკინადეფიციტის ექვსი შეუსწავლელი სიმპტომი: დასახელდა დღიური დოზები ასაკის მიხედვით
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. გარდა ტიპიური სიმპტომებისა, როგორიცაა, მაგალითად, ქრონიკული დაღლილობა, არსებობს რამდენიმე უჩვეულო სიმპტომი, რომელიც ორგანიზმში... 05.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-05T17:49+0400
2023-09-05T17:49+0400
2023-09-05T21:46+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23412/87/234128753_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_0568d0fc01f15960218530cf9a659690.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. გარდა ტიპიური სიმპტომებისა, როგორიცაა, მაგალითად, ქრონიკული დაღლილობა, არსებობს რამდენიმე უჩვეულო სიმპტომი, რომელიც ორგანიზმში რკინის დეფიციტზე და ამის შედეგად ანემიის განვითარების რისკზე მეტყველებს, აცხადებენ მედიკოსები.მათი თქმით, რკინა არის ძალიან მნიშვნელოვანი მინერალური ნივთიერება, რომელიც ადამიანმა საკვებთან ერთად უნდა მიიღოს. რკინას დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის, რადგან ის საშუალებას აძლევს სისხლის წითელ უჯრედებს, გადაიტანონ ჟანგბადი ქსოვილებში. ამ ელემენტის დეფიციტი შეიძლება ჩამოყალიბდეს ჭარბი სისხლდენისა და ორსულობის დროს, ასევე ხშირია ვეგეტარიანელებსა და ვეგანებში.ორგანიზმის მოთხოვნილება რკინაზემამაკაცებსა და ქალებს განსხვავებული რკინის მეტაბოლიზმი აქვთ. მამაკაცები საშუალოდ ერთ მილიგრამ რკინას კარგავენ 24 საათის განმავლობაში, ქალები კი დაახლოებით ორ მილიგრამს. ამიტომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებში რკინის ყოველდღიური მოთხოვნილება თითქმის ორჯერ მეტია.რკინის რეკომენდებული დღიური დოზები შემდეგია:რკინის დეფიციტის ექვსი უცნაური ნიშანიგარდა ისეთი ტიპიური სიმპტომისა, როგორიცაა უკიდურესი დაღლილობა, არსებობს რკინის დეფიციტის სხვა ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებიც. ესენია:კოვზის ფორმის ფრჩხილები — სუსტი, მტვრევადი, კოვზის ფორმის ფრჩხილები ხშირია რკინის დეფიციტის მქონე ადამიანებში. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ კოვზის ფორმის ფრჩხილები შეიძლება ჯანმრთელობის სხვა პრობლემებითაც იყოს გამოწვეული. ამიტომ მიზეზის დასადგენად სისხლის ანალიზის გაკეთებაა საჭირო.მშრალი და დახეთქილი ტუჩები — ეს ხშირად გვხვდება ზამთრის თვეებში, მაგრამ თუ ტუჩები ზაფხულში სკდება, ეს შეიძლება რკინის დეფიციტზე მიუთითებდეს. ანემიით ან რკინის დეფიციტით დაავადებულებს კანი ტუჩების კუთხეებში უსკდებათ. თუ ასეთ მდგომარეობას შენიშნავთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.მოუსვენარი ფეხების სინდრომი — ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ორგანიზმში რკინის ძალიან დაბალ დონეზე. მისთვის დამახასიათებელია ჩხვლეტისა და ფეხებში მუდმივი ტკივილის შეგრძნება. კონკრეტულად რა იწვევს ამას, ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ ზოგიერთი კვლევის თანახმად, მოუსვენარი ფეხების სინდრომი შეიძლება რკინის დაბალ დონეს უკავშირდებოდეს.შეშუპებული ენა — კვლევები აჩვენებს, რომ ეს პრობლემა ხშირად ჩნდება რკინადეფიციტური ანემიის მქონე ადამიანებში. გარდა ამისა, ასევე შესაძლებელია პირის სიმშრალე და წვა.ყინულის ჭამის სურვილი — რკინის დეფიციტის დროს ზოგ ადამიანს ყინულისადმი უჩვეულოდ ძლიერი ლტოლვა უჩნდება. ეს დარღვევა, რომელსაც „პაგოფაგიას“ უწოდებენ, მძიმე ანემიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზუსტი მიზეზები უცნობია, ზოგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ყინულის ჭამა შეიძლება აფხიზლებდეს ზოგადად დუნე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს და აცხრობდეს შეშუპებულ ენას.მიწის ჭამის სურვილი — ეს რკინის დეფიციტის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ნიშანია, განსაკუთრებით, ბავშვებსა და ორსულ ქალებში. მეცნიერებს ჯერჯერობით არ დაუდგენიათ ასეთი უცნაური ლტოლვის მიზეზები, თუმცა ფაქტია, რომ რკინის ნაკლებობის დროს ადამიანებს ხშირად უჩნდებათ მიწის, ცარცის, თიხის, მუყაოსა და სხვა საჭმელად უვარგისი „პროდუქტების“ გასინჯვის სურვილი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23412/87/234128753_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_9bfb70e7d36f2f88c255730a7622d283.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. გარდა ტიპიური სიმპტომებისა, როგორიცაა, მაგალითად, ქრონიკული დაღლილობა, არსებობს რამდენიმე უჩვეულო სიმპტომი, რომელიც ორგანიზმში რკინის დეფიციტზე და ამის შედეგად ანემიის განვითარების რისკზე მეტყველებს,
აცხადებენ მედიკოსები.
მათი თქმით, რკინა არის ძალიან მნიშვნელოვანი მინერალური ნივთიერება, რომელიც ადამიანმა საკვებთან ერთად უნდა მიიღოს. რკინას დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის, რადგან ის საშუალებას აძლევს სისხლის წითელ უჯრედებს, გადაიტანონ ჟანგბადი ქსოვილებში. ამ ელემენტის დეფიციტი შეიძლება ჩამოყალიბდეს ჭარბი სისხლდენისა და ორსულობის დროს, ასევე ხშირია ვეგეტარიანელებსა და ვეგანებში.
ორგანიზმის მოთხოვნილება რკინაზე
მამაკაცებსა და ქალებს განსხვავებული რკინის მეტაბოლიზმი აქვთ. მამაკაცები საშუალოდ ერთ მილიგრამ რკინას კარგავენ 24 საათის განმავლობაში, ქალები კი დაახლოებით ორ მილიგრამს. ამიტომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებში რკინის ყოველდღიური მოთხოვნილება თითქმის ორჯერ მეტია.
რკინის რეკომენდებული დღიური დოზები შემდეგია:
7-12 თვის ბავშვებში — 11 მილიგრამი;
1-3 წლის ბავშვებში — 7 მილიგრამი;
4-8 წლის ბავშვებში — 10 მილიგრამი;
14-18 წლის ბიჭებისთვის — 11 მილიგრამი;
14-18 წლის გოგონებისთვის — 15 მილიგრამი;
19-49 წლის მამაკაცებისთვის — 8 მილიგრამი;
19-49 წლის ქალებისთვის — 18 მილიგრამი;
50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის — 8 მილიგრამი;
ორსული ქალებისთვის — 27 მილიგრამი;
მეძუძური ქალებისთვის — 10 მილიგრამი.
რკინის დეფიციტის ექვსი უცნაური ნიშანი
გარდა ისეთი ტიპიური სიმპტომისა, როგორიცაა უკიდურესი დაღლილობა, არსებობს რკინის დეფიციტის სხვა ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებიც. ესენია:
კოვზის ფორმის ფრჩხილები — სუსტი, მტვრევადი, კოვზის ფორმის ფრჩხილები ხშირია რკინის დეფიციტის მქონე ადამიანებში. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ კოვზის ფორმის ფრჩხილები შეიძლება ჯანმრთელობის სხვა პრობლემებითაც იყოს გამოწვეული. ამიტომ მიზეზის დასადგენად სისხლის ანალიზის გაკეთებაა საჭირო.
მშრალი და დახეთქილი ტუჩები — ეს ხშირად გვხვდება ზამთრის თვეებში, მაგრამ თუ ტუჩები ზაფხულში სკდება, ეს შეიძლება რკინის დეფიციტზე მიუთითებდეს. ანემიით ან რკინის დეფიციტით დაავადებულებს კანი ტუჩების კუთხეებში უსკდებათ. თუ ასეთ მდგომარეობას შენიშნავთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
მოუსვენარი ფეხების სინდრომი — ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ორგანიზმში რკინის ძალიან დაბალ დონეზე. მისთვის დამახასიათებელია ჩხვლეტისა და ფეხებში მუდმივი ტკივილის შეგრძნება. კონკრეტულად რა იწვევს ამას, ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ ზოგიერთი კვლევის თანახმად, მოუსვენარი ფეხების სინდრომი შეიძლება რკინის დაბალ დონეს უკავშირდებოდეს.
შეშუპებული ენა — კვლევები აჩვენებს, რომ ეს პრობლემა ხშირად ჩნდება რკინადეფიციტური ანემიის მქონე ადამიანებში. გარდა ამისა, ასევე შესაძლებელია პირის სიმშრალე და წვა.
ყინულის ჭამის სურვილი — რკინის დეფიციტის დროს ზოგ ადამიანს ყინულისადმი უჩვეულოდ ძლიერი ლტოლვა უჩნდება. ეს დარღვევა, რომელსაც „პაგოფაგიას“ უწოდებენ, მძიმე ანემიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზუსტი მიზეზები უცნობია, ზოგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ყინულის ჭამა შეიძლება აფხიზლებდეს ზოგადად დუნე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს და აცხრობდეს შეშუპებულ ენას.
მიწის ჭამის სურვილი — ეს რკინის დეფიციტის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ნიშანია, განსაკუთრებით, ბავშვებსა და ორსულ ქალებში. მეცნიერებს ჯერჯერობით არ დაუდგენიათ ასეთი უცნაური ლტოლვის მიზეზები, თუმცა ფაქტია, რომ რკინის ნაკლებობის დროს ადამიანებს ხშირად უჩნდებათ მიწის, ცარცის, თიხის, მუყაოსა და სხვა საჭმელად უვარგისი „პროდუქტების“ გასინჯვის სურვილი.