პესკოვი: რუსეთი არ წავა სომხეთიდან

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2023
გამოწერა
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი სომხეთთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს აფასებს, მაგრამ პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის თეზისს რუსი სამშვიდობოების მისიის ჩავარდნის შესახებ ვერ დაეთანხმება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, ვაფასებთ მას და პრეზიდენტ პუტინს შორის სამუშაო და საკმაოდ კონსტრუქციულ ურთიერთობებს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები კვლავაც იქნება ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობის საწინდარი. მაგრამ პრემიერ-მინისტრის ამ თეზისს ვერ დავეთანხმდებით. რუსეთი ამ რეგიონის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია და ამიტომ მას არსად წასვლა არ შეუძლია. რუსეთი არ წავა სომხეთიდან", — უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ „რუსეთში უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თავად სომხეთში". ამასთან პესკოვს მიაჩნია, რომ რუსეთში მცხოვრები სომხების უმეტესობა „რუსეთისადმი პატრიოტულად არიან განწყობილი და ღირსეული წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში“.
მანამდე ნიკოლ ფაშინიანმა იტალიურ La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები ყარაბაღში მათზე დაკისრებულ მისიას არ ასრულებენ, და რომ რუსეთი თავად გადის რეგიონიდან.
ყველა ახალი ამბავი
0