მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნიდერლანდიდან 3000-მდე უკრაინელ ლტოლვილს აძევებენ

  - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2023
გამოწერა
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. უკრაინიდან ნიდერლანდში ლტოლვილმა დაახლოებით 3000-მა ადამიანმა, რომლებსაც უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლება არ ჰქონდათ, ქვეყნის ტერიტორია უნდა დატოვონ, ნათქვამია ნიდერლანდის მთავრობის განკარგულებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ლტოლვილები ნიდერლანდიდან ნებაყოფლობით წასვლაზე უარს იტყვიან, მათი იძულებით გააძევებენ და ამასთან ხარჯების ანაზღაურებასაც დააკისრებენ.
მანამდე პირებს, რომლებიც ქვეყნიდან გასვლას ექვემდებარებიან, წერილები დაეგზავნათ. როგორც შეტყობინებაში იყო ნათქვამი, ისინი ვალდებული იყვნენ 4 სექტემბრის შუაღამემდე დაეტოვებინათ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საცხოვრებლები.

„თუ საცხოვრებელს დროულად არ დატოვებთ, მუნიციპალიტეტს შეუძლია თქვენი გამგზავრებისთვის ზომები მიიღოს <...> და ამასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება დაგაკისროთ. თუ ნიდერლანდში კანონიერ საფუძველზე არ ცხოვრობთ, ქვეყანა უნდა დატოვოთ. თქვენ აღარ მოგეცემათ აქ მუშაობის უფლება“, — ნათქვამია წერილში.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის დირექტივა ძალაში 4 სექტემბერს უნდა შესულიყო, თუმცა ის ექვსი თვით გაახანგრძლივეს.
ამ დრომდე უკრაინის მოქალაქეობის არმქონე ლტოლვილები ნიდერლანდში ისეთსავე დახმარებას იღებდნენ, როგორსაც მოქალაქეები და უკრაინაში მუდმივად მცხოვრები პირები — საცხოვრებლის, სამედიცინო დახმარების, ფულადი დახმარებისა და განათლების ჩათვლით.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდის მთავრობა ლტოლვილებს 5000 ევროს სთავაზობს, თუ ისინი ნებაყოფლობით წავლენ ქვეყნიდან.
ერთადერთი გზა ქვეყანაში დასარჩენად — თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადის შეტანაა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პირს მოუწევს დაამტკიცოს, რომ სამშობლოში საფრთხე ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0