https://sputnik-georgia.com/20230905/davit-sergeenko-parlamentsi-darca-281969925.html
დავით სერგეენკო პარლამენტში დარჩა
დავით სერგეენკო პარლამენტში დარჩა
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისთვის მანდატის გაუქმებას მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა. 05.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-05T21:44+0400
2023-09-05T21:44+0400
2023-09-06T14:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249814567_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ef6ae50b214295de7070cf9e1aed4e86.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. პარლამენტის დადგენილების პროექტი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ჩავარდა.სხდომაზე დაისვა სერგეენკოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, რადგან მან პარლამენტის გასული სესიის სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინა.ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისთვის მანდატის გაუქმებას მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 12 დეპუტატი იყო, შედეგად სერგეენკო საქართველოს პარლამენტის წევრად დარჩა.ჭორები წასვლის შესახებხმები იმის შესახებ, რომ სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოს რიგების დატოვებას აპირებდა, მასმედიაში ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში გავრცელდა.მაშინ ხუთმა დეპუტატმა, რომლებიც მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდნენ, მანდატი დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში მათი ადგილები სიიდან მომდევნო წევრებმა დაიკავეს.მაშინ სერგეენკო მათ შორის არ იყო. მაგრამ მარტის ბოლოს მმართველმა პარტიამ ის გაიწვია პარლამენტის ორი კომიტეტიდან - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების კომიტეტიდან.თავად სერგეენკომ არ გასცა ცალსახა პასუხი კითხვაზე, ტოვებს თუ არა პარტიას და მანდატს. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ მისთვის მეათე მოწვევის პარლამენტი არის ბოლო სამუშაო ადგილი საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში. სერგეენკომ დასძინა, რომ ექიმად მუშაობა ურჩევნია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249814567_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c3509cc4aa49995dc2d34bf6c1ba5b6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
დავით სერგეენკო პარლამენტში დარჩა
21:44 05.09.2023 (განახლებულია: 14:49 06.09.2023) ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისთვის მანდატის გაუქმებას მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა.
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. პარლამენტის დადგენილების პროექტი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ჩავარდა.
სხდომაზე დაისვა სერგეენკოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, რადგან მან პარლამენტის გასული სესიის სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინა.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისთვის მანდატის გაუქმებას მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 12 დეპუტატი იყო, შედეგად სერგეენკო საქართველოს პარლამენტის წევრად დარჩა.
ხმები იმის შესახებ, რომ სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოს რიგების დატოვებას აპირებდა, მასმედიაში ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში გავრცელდა.
მაშინ ხუთმა დეპუტატმა, რომლებიც მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდნენ, მანდატი დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში მათი ადგილები სიიდან მომდევნო წევრებმა დაიკავეს.
მაშინ სერგეენკო მათ შორის არ იყო. მაგრამ მარტის ბოლოს მმართველმა პარტიამ ის გაიწვია პარლამენტის ორი კომიტეტიდან - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების კომიტეტიდან.
თავად სერგეენკომ არ გასცა ცალსახა პასუხი კითხვაზე, ტოვებს თუ არა პარტიას და მანდატს. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ მისთვის მეათე მოწვევის პარლამენტი არის ბოლო სამუშაო ადგილი საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში. სერგეენკომ დასძინა, რომ ექიმად მუშაობა ურჩევნია.