https://sputnik-georgia.com/20230905/------97---281957245.html
ნადირობის სეზონი: ორ კვირაში უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა
ნადირობის სეზონი: ორ კვირაში უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. საქართველოს გავლით წელიწადში მილიონზე მეტი ფრინველი მოძრაობს. 05.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-05T16:16+0400
2023-09-05T16:16+0400
2023-09-05T21:26+0400
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24171/09/241710923_0:477:2708:2000_1920x0_80_0_0_981bd0d00d0a3460d7485d854fcc7db2.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 19 აგვისტოს გაიხსნა და 2024 წლის 1 მარტს დასრულდება. გამონაკლისია ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები, სადაც სეზონი 26 აგვისტოს გაიხსნა. გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 45 ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია, 15 შემთხვევაში მონადირეებმა სანადირო იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოადგინეს, 3 შემთხვევაში კი სამართალდამრღვევები აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობდნენ და ა.შ. ასევე დაფიქსირდა ხელნაკეთი მოწყობილობით (ე.წ. მანოკი) ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 12 დღის განმავლობაში სულ ამოღებულია 51 „მანოკი". გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის ფარგლებში ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე" – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს. იხსნება ნადირობის სეზონი - ნაკრძალებში კონტროლი ძლიერდება>>>საქართველოში ნადირობა იკრძალება სახელმწიფო ნაკრძალებიდან 500 მეტრ რადიუსში და ეროვნული პარკებიდან 250 მეტრ რადიუსში. ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები. ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან. საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. საქართველოს გავლით წელიწადში მილიონზე მეტი ფრინველი მოძრაობს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24171/09/241710923_209:318:2452:2000_1920x0_80_0_0_b20451d5065ef2f38aeda5745ede4c6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
ნადირობის სეზონი: ორ კვირაში უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა
16:16 05.09.2023 (განახლებულია: 21:26 05.09.2023) საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. საქართველოს გავლით წელიწადში მილიონზე მეტი ფრინველი მოძრაობს.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 19 აგვისტოს გაიხსნა და 2024 წლის 1 მარტს დასრულდება. გამონაკლისია ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები, სადაც სეზონი 26 აგვისტოს გაიხსნა.
უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 30 ფაქტი გამოვლინდა მცხეთა-მთიანეთში, 26 ფაქტი – იმერეთში, 11 – სამეგრელო–ზემო სვანეთში, 10 – შიდა ქართლში, 7-7 ფაქტი კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და აჭარაში კი 3-3 ფაქტი დაფიქსირდა.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 45 ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია, 15 შემთხვევაში მონადირეებმა სანადირო იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოადგინეს, 3 შემთხვევაში კი სამართალდამრღვევები აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობდნენ და ა.შ.
ასევე დაფიქსირდა ხელნაკეთი მოწყობილობით (ე.წ. მანოკი) ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 12 დღის განმავლობაში სულ ამოღებულია 51 „მანოკი".
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის ფარგლებში ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.
დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე" – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
საქართველოში ნადირობა იკრძალება სახელმწიფო ნაკრძალებიდან 500 მეტრ რადიუსში და ეროვნული პარკებიდან 250 მეტრ რადიუსში. ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.
ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.
საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. საქართველოს გავლით წელიწადში მილიონზე მეტი ფრინველი მოძრაობს.