თბილისში რუსული ენის სწავლების უფასო კურსები იწყება

CC BY 2.0 / Doctor Yuri / PICT7043წიგნი რუსულ ენაზე
წიგნი რუსულ ენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2023
გამოწერა
რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე ჩაწერა 20 სექტემბრამდეა შესაძლებელი.
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. პრიმაკოვის სახელობის ქართულ–რუსული საზოგადოებრივი ცენტრი რუსული ენის შესწავლის მსურველთათვის უფასო ონლაინ-კურსებს იწყებს.
პრიმაკოვის სახელობის ცენტრმა გორჩაკოვის საზოგადოებრივი დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდთან ერთად რუსული ენის უფასო კურსებზე 17-დან 35 წლამდე ახალგაზრდების მიღება დაიწყო.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რუსული ენის ცოდნის თვალსაზრისით კავკასიის რეგიონში საქართველო აუტსაიდერია, რაც სერიოზული გამოწვევაა სახელმწიფოსთვის, რომელიც დამსახურებულად ითვლებოდა კავკასიის ცენტრად.

„რუსული ენის ცოდნა საერთაშორისო, სამართლებრივი, სახალხო-დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი კომპონენტია წარმატებების მისაღწევად, რისთვისაც ჩვენს ახალგაზრდებს ვიწვევთ ენის შემსწავლელ უფასო სერტიფიცირებულ კურსებზე. თითოეულ მათგანს ვუსურვებთ წარმატებას“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

გაკვეთილები უცხო ენების შესწავლის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ჩატარდება, რომლებიც საკომუნიკაციო უნარების განვითარებისკენაა მიმართული.
გარდა ამისა, ენის შესწავლის მსურველები ასევე გაეცნობიან რუსულ კლასიკურ ლიტერატურას – პუშკინის, ლერმონტოვის, ტურგენევის, ჩეხოვის, დოსტოევსკისა და სხვა რუსი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას.
მეცადინეობები კვირაში ორჯერ Zoom-ის პლატფორმაზე ჩატარდება. რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე ჩაწერა 20 სექტემბრამდეა შესაძლებელი. მსურველებმა CV ელექტრონულ ფოსტაზე iirgeo@hotmail.com უნდა გაგზავნონ. მეცადინეობები 20 ოქტომბრიდან დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0