ტესტი: შეიტყვეთ თქვენი ხასიათის თავისებურებები და მომავალი

© rawpixelთვალახვეული ქალი
თვალახვეული ქალი  - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2023
გამოწერა
ავტორების თქმით, ეს საინტერესო ვიზუალური ტესტი თქვენს აღქმას გააანალიზებს და ასევე გაგცემთ პასუხს, თუ როგორ უყურებთ ცხოვრებას და როგორ ეძებთ ცხოვრებისეულ მიზანს.
ამისათვის უნდა დახედოთ ნახატს და თქვათ, რა დაინახეთ პირველი მასზე: ძაღლი თუ ადამიანის სახე?
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2023
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი

თუ დაინახეთ:

ძაღლი — ეს იმას ნიშნავს, რომ დეტალებისადმი ყურადღებიანი ხართ. ეს ცხოველი ერთგულების, მშვიდობისა და სტაბილურობის სიმბოლოა. ის ფაქტი, რომ ამ ნახატზე ძაღლი შენიშნეთ, აჩვენებს, რომ თქვენ სწორედ ასეთ კომპანიას ან პარტნიორს ეძებთ — ერთგულ და მოსიყვარულე ადამიანებს.
ხართ მშვიდი და მიზანდასახული პიროვნება. პატივისცემას ღირსებად, ხასიათის თვისებად მიჩნევთ და გსურთ სხვებისგანაც იგივე მიიღოთ. ანუ გარშემო გჭირდებათ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ კარგ ენერგიას მოგცემენ და თქვენც ამით უპასუხებთ.
რაც შეეხება ცხოვრებისეულ თანამგზავრს, გვერდით გჭირდებათ ისეთი ადამიანი, რომელთანაც ყველა ყოფით სიხარულს გაიზიარებთ.
გაითვალისწინეთ: არ დააჩქაროთ მოვლენები. იპოვეთ შინაგანი ბედნიერება და იყავით კმაყოფილი საკუთარი თავით. ნუ იჩქარებთ მეორე ნახევრის გაცნობას. ეს შესაფერის დროს მოხდება.
გათავისუფლდით უარყოფითი და დამთრგუნველი ემოციებისგან და თავისუფლად იარეთ ცხოვრების ახალი გზებით.
სახე — ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებას ფართოდ უყურებთ. ყველაფერი თავის ადგილზე გაქვთ დალაგებული: იცით, რა მიზნებისკენ ისწრაფვით, რა ოცნებები გაქვთ და როგორ უნდა განახორციელოთ ისინი.
ცხოვრებისგან იმაზე მეტი გინდათ მიიღოთ, ვიდრე ამას ფულით იყიდით, ან მატერიალური ნივთებით გაზომავთ.
თქვენ მუდმივად ეძებთ უფრო ღრმა აზრს. ხართ შემოქმედებითი ადამიანი. გაქვთ გამძაფრებული ინტუიცია და ხშირად „გესმით“, როგორ გეჩურჩულებათ შინაგანი ხმა: „მიიღე ცხოვრებისგან ყველაფერი, რასაც გთავაზობს“.
დაუთმეთ დრო მედიტაციას, მიეცით საშუალება საკუთარ გონებას, რომ ზოგჯერ ემოციებით გადაიტვირთოს, ხოლო გულს დაბლოკვის, ჩაკეტვის საშუალება მოუსპეთ. ნება მიეცით თქვენს გულს, თავისუფლად „ისუნთქოს“ და მიხვდებით, რას ეძებთ.
ყველა ახალი ამბავი
0