https://sputnik-georgia.com/20230904/saqartvelos-parlamenti-azlierebs-usafrtxoebas-axali-wesebi-281944359.html
საქართველოს პარლამენტი აძლიერებს უსაფრთხოებას - ახალი წესები
საქართველოს პარლამენტი აძლიერებს უსაფრთხოებას - ახალი წესები
Sputnik საქართველო
ცვლილებების მთავარი არსი უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაა, აცხადებენ პარლამენტში. 04.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-04T21:17+0400
2023-09-04T21:17+0400
2023-09-05T17:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24644/75/246447541_0:64:3000:1752_1920x0_80_0_0_247f9e8c51ad8c7cbe53b71307e12799.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების უზრუნველყოფის განახლებული წესები საკანონმდებლო ორგანოში 18 სექტემბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.პაპუაშვილმა შესაბამისი წესები ორშაბათს, 4 სექტემბერს დაამტკიცა. ცვლილებების მთავარი არსი მოიცავს უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას, მათ შორის, ვიზიტორებისთვის საშვის გაცემას, ასევე საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიაზე მანქანების შესვლას.საქართველოს პარლამენტი „ქართული ოცნების“ ორ დეპუტატს უფლებამოსილებას შეუწყვეტს >>პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შენობაში შესვლის დანარჩენ წესებში ძირეულად არაფერი იცვლება. როგორც ადრე, საშვი გაიცემა დეპუტატებზე, ასევე აპარატის შესაბამის წევრებზე, რომლებსაც შესვლის უფლება აქვთ. საშვთა ბიურო 19:00-ის ნაცვლად 21:00 საათამდე იმუშავებს.ასევე აუცილებელია საშვის მიზნის მითითება, კერძოდ, ეს იქნება შეხვედრა თუ ღონისძიება. იგულისხმება, რომ საშვი უნდა დაიშვას საშვის გამცემი პირის, ან თანამშრომლის ან აპარატის უფროსის მიერ.„ასევე მოვაწესრიგეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში სივრცეების განაწილება, სად არის ვიზიტორების სივრცე, სამთავრობო ლოჟა და ა.შ. აქ ცვლილება არაფერია, უბრალოდ, კიდევ ერთხელ არის დაზუსტებული და მოწესრიგებული“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.2023 წლის 1 მარტიდან საქართველოს პარლამენტი მედიისთვის აკრედიტაციის ახალ წესებზე გადავიდა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლები იღებენ ორი სახის აკრედიტაციას: საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციას, რომლის მოქმედების ვადა ერთი წლით განისაზღვრა და სპეციალურ (ერთჯერად) აკრედიტაციას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24644/75/246447541_291:0:2711:1815_1920x0_80_0_0_eb06936eb234b2af6c9f8f1e7078cac1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი აძლიერებს უსაფრთხოებას - ახალი წესები
21:17 04.09.2023 (განახლებულია: 17:26 05.09.2023) ცვლილებების მთავარი არსი უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაა, აცხადებენ პარლამენტში.
თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების უზრუნველყოფის განახლებული წესები საკანონმდებლო ორგანოში 18 სექტემბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილმა შესაბამისი წესები ორშაბათს, 4 სექტემბერს დაამტკიცა. ცვლილებების მთავარი არსი მოიცავს უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას, მათ შორის, ვიზიტორებისთვის საშვის გაცემას, ასევე საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიაზე მანქანების შესვლას.
„ასევე წესრიგდება უსაფრთხოების დონეები. შემოდის ზუსტი განსაზღვრება უსაფრთხოების დონეების: წითელი, ყვითელი და მწვანე. შესაბამისად, მწვანე დონე არის, როდესაც არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. წითელი გულისხმობს ევაკუაციის შემთხვევას, როდესაც ფორსმაჟორული სიტუაციაა, და ყვითელი დონე, როდესაც შეიძლება სხვადასხვა სახის შეზღუდვა იყოს ვიზიტორებთან დაკავშირებით“, – განმარტა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შენობაში შესვლის დანარჩენ წესებში ძირეულად არაფერი იცვლება. როგორც ადრე, საშვი გაიცემა დეპუტატებზე, ასევე აპარატის შესაბამის წევრებზე, რომლებსაც შესვლის უფლება აქვთ. საშვთა ბიურო 19:00-ის ნაცვლად 21:00 საათამდე იმუშავებს.
ასევე აუცილებელია საშვის მიზნის მითითება, კერძოდ, ეს იქნება შეხვედრა თუ ღონისძიება. იგულისხმება, რომ საშვი უნდა დაიშვას საშვის გამცემი პირის, ან თანამშრომლის ან აპარატის უფროსის მიერ.
„ასევე მოვაწესრიგეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში სივრცეების განაწილება, სად არის ვიზიტორების სივრცე, სამთავრობო ლოჟა და ა.შ. აქ ცვლილება არაფერია, უბრალოდ, კიდევ ერთხელ არის დაზუსტებული და მოწესრიგებული“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.
2023 წლის 1 მარტიდან საქართველოს პარლამენტი მედიისთვის აკრედიტაციის ახალ წესებზე გადავიდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლები იღებენ ორი სახის აკრედიტაციას: საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციას, რომლის მოქმედების ვადა ერთი წლით განისაზღვრა და სპეციალურ (ერთჯერად) აკრედიტაციას.