მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პაპი ტანკზე: პოლონური ჟურნალის ყდაზე რომის პაპის კარიკატურა გამოქვეყნდა

© photo: Sputnik / Sergei Melkonov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2023
გამოწერა
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. პოლონური ყოველკვირეული ჟურნალი Wprost დღეს ყდაზე რომის პაპ ფრანცისკეს კარიკატურით გამოვიდა, რითაც გამოცემა პონტიფიკოსის სანქტ-პეტერბურგის კათოლიკე ახალგაზრდობისადმი წარმოთქმულ სიტყვას გამოეხმაურა.

„დადგა დრო, ნათლად გავაგებინოთ წმინდა საყდარს, რომ ფრანცისკეს პოლიტიკა მორალურად და პოლიტიკურად მიუღებელია“, — ნათქვამია ჟურნალში.

მანამდე, 25 აგვისტოს პაპმა რუსეთის კათოლიკე ახალგაზრდების შეხვედრას მიმართა და მათ „დიდი რუსეთის მემკვიდრეები“ უწოდა.
„თქვენ დიდი რუსეთის მემკვიდრეები ხართ: წმინდანებისა და მმართველების, პეტრე I-ის, ეკატერინე II-ის დიდი რუსეთის იმპერიის მემკვიდრეები — დიდებული, განათლებული, დიდი კულტურისა და დიდი ადამიანურობის მქონე ქვეყნისა. არასდროს თქვათ უარი ამ მემკვიდრეობაზე“, — თქვა პაპმა.
კრემლმა ფრანცისკეს განცხადება დადებითად შეაფასა, ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პაპის სიტყვას იმპერიალისტური პროპაგანდა უწოდა.
როგორც მოგვიანებით ვატიკანმა განმარტა, პაპს მხოლოდ ის სურდა, რომ წაეხალისებინა რუსი ახალგაზრდები ყველაფერი დადებითისკენ, რაც მათ რუსეთის კულტურული და სულიერი მემკვიდრეობიდან ერგოთ.
ყველა ახალი ამბავი
0