https://sputnik-georgia.com/20230904/marcvleulis-garogeba-gaero-rusets-axal-winadadebebs-stavazobs-281916367.html
მარცვლეულის გარიგება: გაერო რუსეთს ახალ წინადადებებს სთავაზობს
მარცვლეულის გარიგება: გაერო რუსეთს ახალ წინადადებებს სთავაზობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. გაეროს ახალი წინადადებები „მარცვლეულის გარიგების“ თაობაზე გულისხმობს იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც რუსეთის... 04.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-04T09:34+0400
2023-09-04T09:34+0400
2023-09-04T16:13+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
მარცვლეულის გარიგება
პოლიტიკა
გაერო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271871989_0:127:3187:1920_1920x0_80_0_0_baf9a697249ac0abbadb081fc3ba2d20.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. გაეროს ახალი წინადადებები „მარცვლეულის გარიგების“ თაობაზე გულისხმობს იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამზიდავი ხომალდების დაზღვევას შეეხება, იუწყება თურქული ტელეკომპანია A Haber.მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მარცვლეულის გარიგების განახლების თაობაზე წერილი გაუგზავნა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ვარაუდით, ამ დოკუმენტში „გაეროს წარსული იდეები ჯამდებოდა, რომლებმაც ვერ იმუშავეს".როგორც გუტერეშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, გაეროს რუსეთის მხრიდან გუტერეშის წერილზე ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მარცვლეულის გარიგებას, როგორც კი რუსეთი–გაეროს მემორანდუმის ყველა პუნქტი შესრულდება, გუტერეშის ახალ წინადადებებში კი იყო მხოლოდ დაპირებები, მაგრამ არა გარანტიები.რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.
https://sputnik-georgia.com/20230822/turqeti-saidumlo-molaparakebebs-uaryofs-281547982.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271871989_229:0:2958:2047_1920x0_80_0_0_738403b3179aed1f800961bb8840228f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, მარცვლეულის გარიგება, პოლიტიკა, გაერო
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, მარცვლეულის გარიგება, პოლიტიკა, გაერო
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. გაეროს ახალი წინადადებები „მარცვლეულის გარიგების“ თაობაზე გულისხმობს იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამზიდავი ხომალდების დაზღვევას შეეხება, იუწყება თურქული ტელეკომპანია A Haber.
„შეთავაზებების პაკეტში შეტანილია ისეთი პუნქტები, როგორიცაა გაეროს ჩარევა სადაზღვევო პრობლემების გადალახვაში და ზომების მიღება იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც მარცვლეული პროდუქციის გადამზიდავი რუსული გემები აწყდებიან“, — აცხადებს ტელეარხი.
მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მარცვლეულის გარიგების განახლების თაობაზე წერილი გაუგზავნა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ვარაუდით, ამ დოკუმენტში „გაეროს წარსული იდეები ჯამდებოდა, რომლებმაც ვერ იმუშავეს".
როგორც გუტერეშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, გაეროს რუსეთის მხრიდან გუტერეშის წერილზე ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მარცვლეულის გარიგებას, როგორც კი რუსეთი–გაეროს მემორანდუმის ყველა პუნქტი შესრულდება, გუტერეშის ახალ წინადადებებში კი იყო მხოლოდ დაპირებები, მაგრამ არა გარანტიები.
რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.