https://sputnik-georgia.com/20230904/kalazis-ojaxi-samtrediasi-zeglis-dadgmastan-kavsirs-uaryofs-281940273.html
ამის როგორ გჯერათ?! კალაძის ოჯახი სამტრედიაში ძეგლის დადგმასთან კავშირს უარყოფს
ამის როგორ გჯერათ?! კალაძის ოჯახი სამტრედიაში ძეგლის დადგმასთან კავშირს უარყოფს
Sputnik საქართველო
მოარული ხმების თანახმად, სამტრედიაში ბურთის ფორმის ძეგლი კარლო კალაძის პატივისცემის ნიშნად დადგეს. 04.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-04T19:40+0400
2023-09-04T19:40+0400
2023-09-04T22:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280841967_0:0:1960:1102_1920x0_80_0_0_2253be3c7b71250b1432090f6d730656.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერ კახა კალაძეს და მისი ოჯახის წევრებს მერის მშობლიურ ქალაქში – სამტრედიაში ბურთის ძეგლის დადგმასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის მერის მამის კარლო კალაძის პატივისცემის ნიშნად სამტრედიაში ბურთის ფორმის ძეგლი დაიდგა. ყველასათვის ცნობილია, რომ დედაქალაქის მერი წარსულში წარმატებული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი და იტალიური „მილანის“ მცველი იყო. მისი მამა კარლო ასევე ფეხბურთელი იყო და თამაშობდა „ლოკომოტივში“.კახა კალაძე წარსულში თბილისის „დინამოს“, კიევის „დინამოს“, იტალიური „მილანისა“ და „ჯენოას“ ფეხბურთელი იყო.საფეხბურთო კარიერის პარალელურად კალაძე ბიზნესით დაკავდა. 2007 წელს დააარსა საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი“, 2008 წელს კი „საქართველოს პროგრეს ბანკის“ სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა. იმავე წელს მან გახსნა საქველმოქმედო ფონდი „კალა ფონდი".2010 წელს კალაძე „მილანიდან" მეორე იტალიურ კლუბ „ჯენოაში" გადავიდა, სადაც საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე (2012 წელს) თამაშობდა.2011 წელს კალაძე პოლიტიკით დაინტერესდა. ის ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა. 2012 წელს კალაძემ თავის მშობლიურ ქალაქ სამტრედიაში არჩევნები მოიგო და საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. იმავე წელს დაიკავა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის პოსტი.იგი 2017 წლიდან დღემდე თბილისის მერის პოსტს იკავებს. აღნიშნული თანამდებობა მეორე ვადით კალაძემ 2021 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შედეგად დაიკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280841967_149:0:1789:1230_1920x0_80_0_0_cb7d371a525a9aa204f9abbe88069acb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე
ამის როგორ გჯერათ?! კალაძის ოჯახი სამტრედიაში ძეგლის დადგმასთან კავშირს უარყოფს
19:40 04.09.2023 (განახლებულია: 22:15 04.09.2023) მოარული ხმების თანახმად, სამტრედიაში ბურთის ფორმის ძეგლი კარლო კალაძის პატივისცემის ნიშნად დადგეს.
თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერ კახა კალაძეს და მისი ოჯახის წევრებს მერის მშობლიურ ქალაქში – სამტრედიაში ბურთის ძეგლის დადგმასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის მერის მამის კარლო კალაძის პატივისცემის ნიშნად სამტრედიაში ბურთის ფორმის ძეგლი დაიდგა. ყველასათვის ცნობილია, რომ დედაქალაქის მერი წარსულში წარმატებული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი და იტალიური „მილანის“ მცველი იყო. მისი მამა კარლო ასევე ფეხბურთელი იყო და თამაშობდა „ლოკომოტივში“.
„ვის გჯერათ, რომ სამტრედიაში მამაჩემის პატივსაცემად დადგეს ძეგლი?!. ეს არის კეთილი ადამიანების მიერ გადადგმული ნაბიჯი, ადამიანების, ვისაც უყვარს სპორტი სამტრედიაში, ვისაც უყვარს ფეხბურთი. ეს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ჩემი ოჯახი, მამაჩემი და სამტრედიის მერია აღნიშნულ ფაქტთან კავშირში არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე წარსულში თბილისის „დინამოს“, კიევის „დინამოს“, იტალიური „მილანისა“ და „ჯენოას“ ფეხბურთელი იყო.
საფეხბურთო კარიერის პარალელურად კალაძე ბიზნესით დაკავდა. 2007 წელს დააარსა საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი“, 2008 წელს კი „საქართველოს პროგრეს ბანკის“ სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა. იმავე წელს მან გახსნა საქველმოქმედო ფონდი „კალა ფონდი".
2010 წელს კალაძე „მილანიდან" მეორე იტალიურ კლუბ „ჯენოაში" გადავიდა, სადაც საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე (2012 წელს) თამაშობდა.
2011 წელს კალაძე პოლიტიკით დაინტერესდა. ის ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა. 2012 წელს კალაძემ თავის მშობლიურ ქალაქ სამტრედიაში არჩევნები მოიგო და საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. იმავე წელს დაიკავა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის პოსტი.
იგი 2017 წლიდან დღემდე თბილისის მერის პოსტს იკავებს. აღნიშნული თანამდებობა მეორე ვადით კალაძემ 2021 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შედეგად დაიკავა.