https://sputnik-georgia.com/20230904/evrokomisiam-ilon-maski-gaakritika-281918188.html
ახალი ანგარიში: ევროკომისიამ ილონ მასკი რუსული პროპაგანდის ხელშეწყობაში დაადანაშაულა
ახალი ანგარიში: ევროკომისიამ ილონ მასკი რუსული პროპაგანდის ხელშეწყობაში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის მოქმედებები, როგორც სოციალური ქსელი Twitter-ის ხელმძღვანელისა (ამჟამად X), რუსული... 04.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-04T12:34+0400
2023-09-04T12:34+0400
2023-09-04T17:02+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
twitter
ილონ მასკი
ევროკომისია
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271869555_0:0:3003:1689_1920x0_80_0_0_2734582983024ff7d2ea505dd2a83a19.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის მოქმედებები, როგორც სოციალური ქსელი Twitter-ის ხელმძღვანელისა (ამჟამად X), რუსული პროპაგანდის გავრცელებას უწყობს ხელს, ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს ევროპაში კრემლის მიერ მხარდაჭერილი სოციალური ქსელების აუდიტორია და გავლენა გაიზარდა.როგორც მოხსენების ავტორები ირწმუნებიან, რუსული აკაუნტების მიერ წარმოებული კამპანიის საერთო აუდიტორია 165 მილიონი ადამიანი იყო, ხოლო მათი ინფორმაციების ნახვებმა 16 მილიარდს მიაღწია.მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ევროკავშირში ძალაში შევიდა კანონი ციფრული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ავალდებულებს სოციალურ ქსელებს, შეაფასონ დეზინფორმაციის რისკები და არ დაუშვან მისი გავრცელება რეკომენდებული ალგორითმებით. როგორც ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი, კანონის უფრო ადრე ამოქმედების შემთხვევაში Twitter ამ წესებს ვერ დააკმაყოფილებდა.აღსანიშნავია, რომ, გარდა Twitter-ისა (ამჟამინდელი X), დოკუმენტში ასევე გაკრიტიკებულია სხვა სოციალური ქსელებიც: „ინსტაგრამი“ და „ფეისბუქი“, ასევე მესენჯერი Telegram.გავრცელებული ინფორმაციით, ილონ მასკს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი ევროკომისიის ანგარიშზე. თუმცა მანამდე, ივნისში მან ტელეარხ France 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ სოციალური ქსელი ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებს.აღსანიშნავია, რომ Twitter-ის შეძენამდე მასკი მწვავედ აკრიტიკებდა სერვისს მოდერაციის წესების გამო, რომელიც, მისი აზრით, სერიოზულად ზღუდავდა სიტყვის თავისუფლებას.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271869555_77:0:2808:2048_1920x0_80_0_0_a2fe1a02a469d005c8346b1fbf1ca00a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, twitter, ილონ მასკი, ევროკომისია, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, twitter, ილონ მასკი, ევროკომისია, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის მოქმედებები, როგორც სოციალური ქსელი Twitter-ის ხელმძღვანელისა (ამჟამად X), რუსული პროპაგანდის გავრცელებას უწყობს ხელს, ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ
ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს ევროპაში კრემლის მიერ მხარდაჭერილი სოციალური ქსელების აუდიტორია და გავლენა გაიზარდა.
„უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის პირველი წლის განმავლობაში სოციალური ქსელების კომპანიებმა კრემლს საშუალება მისცეს, ეწარმოებინა მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანია ევროკავშირისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. <...> წინასწარი ანალიზი აჩვენებს, რომ კრემლის მიერ მხარდაჭერილი აკაუნტების მოცულობა და გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა 2023 წლის პირველ ნახევარში, კერძოდ, Twitter- ის უსაფრთხოების სტანდარტების გაუქმების წყალობით“, — ნათქვამია ანგარიშში.
როგორც მოხსენების ავტორები ირწმუნებიან, რუსული აკაუნტების მიერ წარმოებული კამპანიის საერთო აუდიტორია 165 მილიონი ადამიანი იყო, ხოლო მათი ინფორმაციების ნახვებმა 16 მილიარდს მიაღწია.
მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ევროკავშირში ძალაში შევიდა კანონი ციფრული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ავალდებულებს სოციალურ ქსელებს, შეაფასონ დეზინფორმაციის რისკები და არ დაუშვან მისი გავრცელება რეკომენდებული ალგორითმებით. როგორც ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი, კანონის უფრო ადრე ამოქმედების შემთხვევაში Twitter ამ წესებს ვერ დააკმაყოფილებდა.
აღსანიშნავია, რომ, გარდა Twitter-ისა (ამჟამინდელი X), დოკუმენტში ასევე გაკრიტიკებულია სხვა სოციალური ქსელებიც: „ინსტაგრამი“ და „ფეისბუქი“, ასევე მესენჯერი Telegram.
გავრცელებული ინფორმაციით, ილონ მასკს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი ევროკომისიის ანგარიშზე. თუმცა მანამდე, ივნისში მან ტელეარხ France 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ სოციალური ქსელი ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ Twitter-ის შეძენამდე მასკი მწვავედ აკრიტიკებდა სერვისს მოდერაციის წესების გამო, რომელიც, მისი აზრით, სერიოზულად ზღუდავდა სიტყვის თავისუფლებას.